„სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი, ნიკა მაჭუტაძე ამბობს, რომ რუსთაველზე შეკრებილების მთავარი მიზანია, დაასრულონ უსამართლობა.
„საქართველოს ძენო და ასულნო, თანამოქალაქენო, ჩვენ წინაშე აღიმართა საშინელი უფსკრული, საშინელი ყრუ კედელი, ეს არის უსამართლობისა და ჩაგვრის კედელი, ჩვენ ყველანი აქ ვდგავართ ერთად, რათა დავასრულოთ ეს უსამართლობა, რათა თავისუფლებისთვის კიაფობდეს საქართველო უკუნისამდე.
ხვალ 18:00 საათზე საქართველოს მოქალაქეებს, თანამემამულეებს, მოვუწოდებთ, რომ დადგეს ჩვენთან ერთად, რათა ერთად გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის ბედი, რათა აღვასრულოთ სახელმწიფო სამართლიანობა, რათა ერთად დავასრულოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც კლავს, რომელიც ანადგურებს და სპობს საქართველოს მოქალაქეებს, რომელიც სპობს ქართულ სახელმწიფოს, მის სამართლებრივ, კანონიერ, კონსტიტუციურ საფუძვლებს, ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, - განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






