შავგულიძე თუ დათანხმდება, ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტია შედის კოალიციაში სახელისუფლებო პარტიასთან - რომან გოცირიძე
პოლიტიკა - 18:57, 02 Jun, 2018     1161

„შალვა შავგულიძესთან არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო პერსონალურად. ის არის კარგი იურისტი, წესიერი ადამიანი, იგი არის ოპოზიციაში. მაგრამ ეს არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და, თუ შალვა შავგულიძე გადაწყვეტს, რომ დასთანხმდეს, ან ხელისუფლება დათანხმდება, ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ოპოზიციური პარტია შედის კოალიციაში სახელისუფლებო პარტიასთან, ამიტომ ცოტა უცნაურია,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, რომან გოცირიძემ, გააკეთა.

ის კურიერის პირდაპირ ეთერში ევროპული საქართველოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელთა ინიციატივაა, რომ შალვა შავგულიძე მთავარი პროკურორის კანდიდატურა იყოს.

რომან გოცირიძე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფება, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას - ზაზა სარალიძეს, მხარდაჭერას უცხადებენ. მისი თქმით, მთავრობა უნდა გადადგეს.

„მოთხოვნა იგივეა, რომ უმკაცრესად დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც აქამდე მიიყვანეს ვითარება, ხელი დააფარეს დამნაშავეებს. ეს ყველაფერი კეთდებოდა ხელისუფლების ხელშეწყობით, არ არის საკმარისი მხოლოდ პროკურორის გადაყენება. პროკურორი არის დამნაშავე და მასზეც უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და ყველა ის ადამიანი, ვინც ძალოვან სტრუქტურებში მონაწილეობდა ამ დანაშაულებრივ შეთქმულებაში, უნდა იყოს დასჯილი, თუმცა, პროკურატურა არ არის განცალკევებული ხელისუფლებისგან, ის არის ქართული ოცნების ხელისუფლების ნაწილი. მთავრობა უნდა შეიცვალოს. შეუძლებელია, რომ დღეს პროკურორი მოხსნა და წულუკიანი იყოს თავის ადგილზე, როგორც მისი ირიბი კურატორი, ან მისი დანიშნული იყო, ან სოზარ სუბარი, რომელიც არის ეჭვმიტანილი იმ ადამიანის ქმედებებით, ვისთანაც სამსახურებრივი თუ სხვა სახის კავშირები ჰქონდა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42