ერთ-ერთი ვერსიით, 30 მეტრის სიღრმეზე ჩასულ მუშას ჟანგბადი არ ეყო და გონება დაკარგა, მეორე კი, მიკროშახტში მის დასახმარებლად ჩავიდა და ჟანგბადის უკმარისობის გამო, ისიც ადგილზე გარდაიცვალა.
განსხვავებულია კიდევ ერთი ადგილობრივის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ორი ადამიანის გარდაცვალება სავარაუდოდ, გაზმა გამოიწვია.
„სამი მუშა იყო ადგილზე, გამთენიისას გაზის სუნი უგრძვნიათ და ერთ-ერთი ჩასულა შახტაში, კომპრესორის გასასწორებლად. როცა აღარ დაბრუნდა, მეორე ჩავიდა და ორივე გაიგუდა გაზით“, - აცხადებენ ადგილობრივები.
ტყიბულში, დღეს დილით ღია მოპოვების კარიერზე ორი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ერთ -ერთი კერძო კომპანიის ღია მოპოვებით საწარმოში მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოებისწესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მასალის გამოყენების პირობები






