რაც შეეხება მოსალოდნელ პროვოკაციებზე გაკეთებულ განცხადებას, კუპრავას თქმით, ამის უკან სუს-ი დგას.
მისივე ინფორმაციით, ხიდაშელის ძმამ მის მეგობარს უთხრა, რომ აქციაზე იგეგმებოდა დაჭრა.
„ხიდაშელს უშუალოდ ჩემთვის არ მოუმართავს, ხიდაშელმა მიმართა ჩემს მეგობარს, რომელიც ზუსტად იცოდა ხიდაშელმა, რომ ის ჩემთან მოვიდოდა და ამ ყველაფერს მეტყოდა და ეს ინფორმაცია ჩემამდე მოვიდოდა. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია სუს-ის. ჩვენ ვიხილეთ დღის პირველ ნახევარში შსს-ს განცხადება, როდესაც ისინი საუბრობდნენ საფრთხეზე ზაზა სარალიძის მიმართ და თითქოსდა, მზად იყვნენ, დაცვა გამოეყოთ სარალიძისთვის და დღის მეორე ნახევარში უკვე ჩვენთან გამოუშვეს ადამიანი, რომელმაც გვითხრა, რომ კონკრეტული პროვოკაცია, დანებით, ძალადობით, იარაღით და ა.შ. უნდა მომხდარიყო ამ აქციაზე,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
შსს-მ ჩვენ ზაზა სარალიძის იზოლირება შემოგვთავაზა და არა დაცვა"- ამბობს კუპრავა.
მისივე შეფასებით, დაცვის სპეციალური პროგრამა ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი სპეციალური დაცვის ქვეშ იმყოფება და ეს დაცვა ჩათვლის, რომ პიროვნების უსაფრთხოებას ექმნება საფრთხე, დაცვას სრული უფლება აქვს შეზღუდოს ამ ადამიანის გადაადგილება, მათ შორის ამ ადამიანის თავისუფლება კონკრეტულ ადგილებში.
„შსს–ს განზრახვა იყო სწორედ ეს, ზაზა სარალიძე ჰყავდეთ თავიანთი დაცვის ქვეშ იმ მოტივით, რომ აქციაზე არის მოჭარბებული საფრთხე ზაზა სარალიძისთვის, უბრალოდ არ მიუშვან აქციაზე და იგი იყოს იზოლირებული საზოგადოებიდან, მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის კომუნიკაციის შესაძლებობა. ბუნებრივია, პროგრამაში ჩართვაზე ზაზა სარალიძემ უარი განაცხადა“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






