„მოვედი როგორც ადამიანი, რომელსაც სურს გვერდში დაუდგეს ზაზა სარალიძეს, რომლის შვილიც მოკლეს და სასჯელი ვერ მიიღეს მათ, ვინც დამნაშავეა.“- განაცხადა სამადაშვილმა, მისი თქმით, ქვეყანაში კრიზისია, საიდანაც გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.
"სისტემა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ადამიანებისთვის არ მუშაობს, ამ ხალხისთვის არ მუშაობს, ვინც აქ დგას, ამ ხალხს სურს, სამართლიან საქართველოში ცხოვრება. ქვეყანა დღეს სამართლიანი არ არის. ეს არის ნიშანი სერიოზული პოლიტიკური კრიზის და ხელისუფლებას ბევრად მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღება, ვიდრე ის, რომ დასაჯოს ერთი რიგითი პროკურორი, იმიტომ, რომ სარალიძის შვილის მკვლელი ვერ იქნა დადგენილი, აქ არის პრობლემა მთლიანად სისტემასთან. სრულიად ოპოზიციური სპექტრი ვადამდელ არჩევნებს ითხოვს,“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






