„ძალიან ბევრი საქმეა გამოუძიებელი და თაროზე შემოდებული, მე ასეთი რამე არ მინახავს არსად. რაც ზაზა სარალიძემ აქცია დაანონსა, მის გვერდით ვარ და არც მოვშორდები, სანამ თავის სიმართლეს არ დაამტკიცებს. რასაც ზაზა მოითხოვს იმას მოვითხოვ მეც. მე გუშინაც განვაცხადე და დღესაც ვაცხადებ, მე შვილი ორჯერ მომიკლეს, ეს ქვეყანა ასეა ვიღაცეები კვდებიან, ვიღაცეები მოდიან, მუდმივი არავინ არაა და სიკვდილის არ მეშინოდა არასდროს. ჩემი შვილი ასე სისასტიკით მოკვლეს თავის საწოლში დახვრიტეს და ეს არ იკმარეს და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ეს უფრო მეტია, ვიდრე მისი სიკვდილი. გარწმუნებთ ის ტერორიზმში არ იყო, ეს სუს-ს ჭირდებოდა ასეთი გათამაშება და გაითამაშეს. ორმაგი თამაშით ითამაშეს, მაგრამ ძალიან ცუდად დაამთავრებენ და ეს არ შერჩებათ, უნდა დაინგრეს ეს სისტემა, უნდა აგონ პასუხი დამნაშავეებმა და დაისაჯონ ამ მკვლელობისათვის“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






