„ზაზა სარალიძის წინააღმდეგ სუს-მა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ვერ გაბედა კონტრაქცია რუსთაველზე, მაგრამ მან სცადა კონტრაქციის მოწყობა სოციალურ ქსელებში"
პოლიტიკა - 15:19, 01 Jun, 2018     1065

ოპოზიციური პარტიების კონსულტაცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით მხოლოდ მთავარი პროკურორის გადაყენება პროცესებს ვერ განმუხტავს. მათი თქმით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, სუსი და ხელისუფლება ზაზა სარალიძისა და აქციის მონაწილეების შავ პიარს ეწევა:

„ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს თითქმის სრულ ოპოზიციურ სპექტრს შორის, ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის მოთხოვნა, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს და საზოგადოებას, რომელიც დღეს არის შეკრებილი თბილისის ცენტრში. რაც შეეხება იმას თუ რა ისმის საზოგადოების ნაწილისგან, ან ეს ადამიანები არიან შეცდომაში შეყვანილი, ან მინდა მათ იცოდნენ, რომ ერთადერთი ვინც დღეს მუშაობს ამაზე, რომ განახორციელოს ზაზა სარალიძისა და აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შავი პიარი, არის სუსი. მთელი ღამის განმავლობაში მე ვაკვირდებოდი სოციალურ ქსელებს და მინდა გითხრათ, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ამჯერად ვერ გაბედა კონტრაქციების მოწყობა რუსთაველზე და მას ეს ვერ გაუვიდოდა. მაგრამ მან სცადა კონტრაქციის მოწყობა სოციალურ ქსელებში და იმ ადამიანების გაშავება, რომლებიც არიან დატანჯული, გამწარებული, აქვთ უზარმაზარი ტრაგედია და თავიანთი სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

ედპ-ს ლიდერის თქმით, იგი იდგება ზაზა სარალიძის გვერდითდ ა როგორც რიგითი მოქალაქე და არა როგორც პოლიტიკოსი, მიიღებს მონაწილეობას დღეს დაანონსებულ აქციაში:

„მე როგორც ორი შვილის მამა, რიგითი საქართველოს მოქალაქე ვალდებული ვარ ვიდგე ამ აქციაზე და ვალდებული ვარ დავუდგე ზაზა სარალიძეს გვერდით, არ აქვს მნიშვნელობა მე პოლიტიკოსი ვარ თუ რა საქმიანობას ვეწევი“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42