ოპოზიციური პარტიების კონსულტაცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით მხოლოდ მთავარი პროკურორის გადაყენება პროცესებს ვერ განმუხტავს. მათი თქმით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
პაატა დავითაია აცხადებს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია პოლიტიკური აქცია არ არის.
„ხალხი გამოვიდა არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, ეს გროვდებოდა წლების განმავლობაში, გროვდებოდა ის უსამართლობა, ის სისტემური მიდგომა, რაც ყოვლად მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის, საუბარია, მაჩალიკაშვილის მკვლელობაზე, საუბარია, იგივე "რუსთავი 2"-ის საქმეზე, როდესაც ფაქტობრივად ცდილობდნენ, რომ ჩაეხშოთ "რუსთავი 2," როგორც ტელეკომპანია, რომელიც აჩვენებს საზოგადოებას, თუ რა ხდება ქვეყანაში. პრემიერ-მინისტრი უკვე ჩათვალეთ, რომ გადამდგარი პრემიერ-მინისტრია, როდესაც ბოთლებს გესვრიან, შენ უკვე აღარ ხარ პრემიერ-მინისტრი. რამდენ ხანს ჩაებღაუჭება სკამს და სკამის პრემიერმინისტრი იქნება, ეს უკვე სხვა თემაა,“ - განაცხადა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






