ოპოზიციური პარტიების კონსულტაცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით მხოლოდ მთავარი პროკურორის გადაყენება პროცესებს ვერ განმუხტავს. მათი თქმით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიები დგანან შვილმოკლული მამების გვერდით და იღებენ აქციებში მონაწილეობას, როგორც რიგითი მოქალაქეები. ისინი ითხოვენ იმავეს, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე და მაჩალიკაშვილი. მისი თქმით შოთაძე იყო შემსრულებელი, შესაბამისად ის ხალხი უნდა დაისაჯოს ვინც განკარგულებებს გასცემდნენ.
გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიდმინარეობს მცდელობა იმისა, რომ აქცია რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს მიაწერონ, თუმცა ამას, ვაშაძის თქმით, თავად ოპოზიცია არ დაუშვებს, რადგან არცერთ პოლიტიკოსს ამის პოლიტიკური ნება არ აქვს.
„ჩვენ ამით გვინდა დავუპირისპირდეთ "ქართულ ოცნებას" და სუს-ის მანქანას, რომელიც ამოქმედდა, რომ ნეგატიური კომპონენტები შეიტანოს აქციაში. ჩვენ ვდგავართ შვილმოკლული მამების გვერდით და ვიღებთ მონაწილეობას აქციაში, როგორც რიგითი მოქალაქეები. ვითხოვთ იგივეს, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე, იმ მოთხოვნას ვუერთდებით, რასაც ითხოვს მაჩალიკაშვილი, ეს ადამიანები ამბობენ და ვუერთდებით, რომ შოთაძე იყო შემსრულებელი გაცემული დავალების, რაც იყო ამ საქმესთან დაკავშირებით გაცემული...“-აცხადებს ვაშაძე.
რაც შეეხება პოლიტიკურ განრიგს, ვაშაძე ამბობს, რომ ეს ბუნებრივია, რადგან ოპოზიციამ უნდა უპასუხოს მმართველ გუნდს, როგორც დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ პოლიტიკურ გუნდს.
მასალის გამოყენების პირობები






