ოპოზიციური პარტიების კონსულტაცია ლეიბორისტული პარტიის ოფისში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით მხოლოდ მთავარი პროკურორის გადაყენება პროცესებს ვერ განმუხტავს. მათი თქმით ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგემებს, კერძოდ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას, მისივე თქმით გაგრძელდება კონსულტაციები. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეთანხმდა, რომ შვილმკვდარი მამის ტრაგედიას არავინ გამოიყენებს პარტიული ინტერესებისთვის:
„შევთანხმდით რომ ეს აქცია არის არაპოლიტიზირებული, ზეპარტიული. სამომავლო სტრატეგია ითვალისწინებს ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, საარჩევნო კანონმდებლობის გასწორებას, ყველა ამ საკითხზე ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რათა რაც შეიძლება მალე დავამთავროთ ბანკირთა თარეში,“- აცხადებს ნათელაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






