არცერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს უფლება, ეს საპროტესტო აქციები გამოიყენოს საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის - ნიკა მელია
პოლიტიკა - 14:49, 01 Jun, 2018     3068

ხორავას ქუჩის საქმეზე განვითარებულ მოვლენებს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების და ხელისუფლების რეაქციას ნიკა მელია გამოეხმაურა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის თქმით, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობას რიგითი მოქალაქეების სტატუსით გააგრძელებენ, იმისთვის რომ საშუალება არ მისცენ ხელისუფლებას, რომ ეს რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიერ მართულ აქციად შეაფასონ, თუმცა აქტიურად დააკვირდებიან, იმ ქმედებებს, რომელსაც ხელისუფლება ზაზა სარალიძის მოთხოვნების საპასუხოდ გადადგამს.

ნიკა მელია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა:

„რა უნდა ვთქვა იმ ადამიანზე , რომელსაც ბოლომდე აქვს რწმენა დაკარგული და თვითონაც არ წარმოუდგენია რომ პრემიერ-მინისტრია. აქამდე თუ ნომინალური იყო... თქვენ უფრო ხართ პრემიერი, ვიდრე კვირიკაშვილი... მაგრამ მთავარზე ვისაუბროთ, ყველა დამნაშავის დასჯას აპირებს ხელისუფლება? არა მარტო მკვლელების, არამედ იმ ადამიანებისაც ვინც მათ ხელს აფარებდა? ეს ადამიანები, ვინც ხელს აფარებდა არ არიან მარტო პროკურატურაში და ძალოვან სტრუქტურებში, პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან და არა ერთი.

თუ ხელისუფლება მზადაა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს საკუთარი თავი და თავისი წარმომადგენლები, კი ბატონო, დავაკვირდებით ამ პროცესებს.

დღეს ამაზე შევთანხმდით, რომ არცერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს და არ უნდა ქონდეს უფლება, რომ დედაქალაქის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქცია, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნები, ჩვენ ვაკვირდებით ჯერ კიდევ, ვნახავთ რა ნაბიჯებს გადადგამს „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და როგორ შეასრულებს მოთხოვნებს და ამის შემდეგ ბუნებრივია პოლიტიკოსები ჩავერთვებით ძალიან აქტიურად და ეს ყველაფერი იქნება ძალიან გამჭვირვალე. ვითვალისწინებთ რა იმას, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც უკანასკნელ პერიოდში მომხდარა."- განაცხად ნიკა მელიამ









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42