„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ წარიმართება ამ საქმეზე შემდგომი ცვლილებები, ვინ და როგორ გამოიძიებს ამ საქმეს. ის, რომ მთავარი პროკურორი გადადგა, ეს ჩვენ ვნახეთ, მაგრამ როგორი წესით მოხდება ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა მოხდეს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით ისეთი ადამიანის შერჩევა, რომელმაც თავისი პროფესიული წარსული საქმიანობით დაადასტურა, რომ არის არა კონკრეტული ჩინოვნიკების, არამედ თავისი პრინციპების, იდეალების ერთგული. ასეთი ადამიანის შერჩევის შემდეგ, შეიძლება გაიზარდოს ნდობა საზოგადოების, რომელიც ძალიან მინიმალურ დონეზე არის დღეს, მთელი ეს ბოლო წლებია, უნდა გაიზარდოს სამართალდამცავი ორგანოებისადმი ნდობა. როგორც ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ, მათ შორის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოები ვერ უზრუნველყოფენ ქვეყანაში სტაბილურ განვითარებას, ვერ უზრუნველყოფენ სათანადო გამოძიებას თუ ეს ნდობა, რაც ძალიან მინიმალურ დონეზეა დღეს არ აღდგა საზოგადოებასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის, გაუჭირდება სისტემას ფუნქციონირება და ამ ნდობის დადგენის ერთ-ერთი პირველი ტესტი შეიძლება ჩვენ უახლოეს დღეებში ვიხილოთ თუ რა წესით მოხდება ახალი მთავარი პროკურორის შერჩევა”- განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






