"სასამართლომ დაადასტურა, რომ დავით სარალიძის მკვლელი ვერ გამოვლინდა" - ნინო ლომჯარია
პოლიტიკა - 12:17, 01 Jun, 2018     1338

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მოზარდების მკვლელობის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.

ომბუდსმენის შეფასებით, სასამართლომ დაადასტურა, რომ გამოძიებამ დავით სარალიძის შემთხვევაში მკვლელი ვერ გამოავლინა, შესაბამისად, გამოძიება აუცილებლად დასაწყებია.

„ჩვენ ვერ აუვლით გვერდს საპროცესო მოქმედებებს ისე, როგორც ეს კანონშია გაწერილი. ეს უფრო მალე უნდა ყოფილიყო გამოძიებული. უფრო ადრე იყო საბაბი და საფუძველი იმისა, რომ გამოძიება ამ მიმართულებით წასულიყო და დაეწყო მოკვლევა, ვინ შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის მონაწილე სხვა პირი. გამოძიება დაუყოვნებლივ დასაწყებია.

რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, კომისიამ მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს იმაზე, რომ პროკურატურამ და პროკურატურის წარმომადგენლებმა აღნიშნული დანაშაული გამოძიების დროს რამე გადაცდომა ხომ არ ჩაიდინეს.

ასევე, გამოძიება სხვა ვერსიების მიმართულებით რატომ არ წავიდა და მათ ქმედებებში გადაცდომა ხომ არ იკვეთება.

რეალურად, გამოძიებას ვერც ერთი სხვა მექანიზმი ვერ ჩაანაცვლებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ გამოძიება დაიწყოს და ამ პროცესზე ზედამხედველობა თვისი საგამოძიებო კომისიითსაქართველოს პარლამენტმა უნდა განახორციელოს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42