მე რომ მირზა სუბელიანის შვილი ვიყო, სააკაშვილს ვუჩივლებდი - თეა წულუკიანი
პოლიტიკა - 09:43, 01 Jun, 2018     42515
თბილისში განვითარებულ მოვლენებს და მოკლული მოზარდის მამის მხარდასაჭერად გამართულ საპროტესტო აქციას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა. მინისტრმა აღნიშნულ თემაზე პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ ისაუბრა


„სამწუხაროდ, დღეს ვიხილეთ, რომ ყველა პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი ცდილობდა, იმ რაშს მოხტომოდა, რომელსაც ეს საქმე ჰქვია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს რაში არ არის. ეს სისხლის სამართლის საზარელი საქმეა. ეს ბავშვთა შორის მკვლელობაა და რეალურად, ვისაც არ დაეზარა, ამ ბავშვების ციხეში ჩაყრას ითხოვდა“- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა სუბელიანის შვილმა მკვლელობა ჩაიდინა, თუმცა როგორც მინისტრი აცხადებს ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

„შესაძლოა, მომავალში იყოს, მაგრამ დღეს არ არსებობს. სააკაშვილის განცხადებას კარგად უნდა მოსმენა. მის მოსასმენად ბევრი დრო არ მქონდა, მაგრამ მე რომ სუბელიანის ბავშვი ვიყო, სააკაშვილს ვუჩივლებდი და ალბათ, ეს პირველი შემთხვევა იქნებოდა, როცა პრეზუმფციის დარღვევაზე ბავშვი ყოფილ პრეზიდენტს უჩივის.“ – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა იმ ბავშვის მშობლებს მიმართა, რომლებსაც აღნიშნულ საქმეზე ინფორმაცია გააჩნიათ, რომ საკუთარ შვილებთან იმუშაონ, რათა ყველამ სიმართლე თქვას.

„თუ ეს ბავშვები სიმართლეს არ იტყვიან, გამოძიება ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ჩიხში იქნება.“ – განაცხადა წულუკიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42