„ნურავის ჰგონია, რომ ჩვენი საზოგადოება უსამართლობას შეეგუება... ვერ მოვერიეთ „კოლექტიურ მურუსიძეებს“- დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკა - 00:08, 01 Jun, 2018     3434

„შოთაძეს უნდა მიბაძონ კოლექტიურმა მურისიძეებმა,“ - აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე, რომელმაც უმრავლესობიდან პირველმა განაცხადა, რომ ყოფილ მთავარ პროკურორს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.

„იმან, რაც ახლა რუსთაველზე ხდება, არ შეიძლება, ნებისმიერ ადამიანში ემოცია არ გამოიწვიოს. 2012 წელს, როცა ჩვენ, „ქართული ოცნება“ მოვდიოდით, ხალხს ვპირდებოდით სამართლიანობის აღდგენას. სამწუხაროდ, 5-6 წლის თავზე ჩვენ ვღებულობთ მიტინგებს და მთავარი მოთხოვნა ისევ არის სამართლიანობის აღდგენა. ვერ მოვერიეთ „კოლექტიურ მურუსიძეებს“, ეს ისაა, რასაც ჩვენი საზოგადოება არასოდეს შეეგუება. ნურავის ჰგონია, რომ ჩვენი საზოგადოება უსამართლობას შეეგუება. ყველა არჩევნები იყო ბრძოლა უსამართლობასთან და ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მძიმე განაჩენი - თუ არ წამოვწევთ იმ ღირსეულ ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან „ქართულ ოცნებაში“ და ჩვენი სახეები ისევ იქნებიან „კოლექტიური მურუსიძეები“, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ შედეგს მივღებთ და არ ვიცი, როგორი გაგრძელება ექნება, თუ დროულად შესაბამისი ზომები არ მივიღეთ,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლების სეცდომა ისაა, რომ ცდილობს იმ ადამიანების გადმობრება, რომელთაც რაღაც დანაშაული აქვთ ჩადენილი.

„როცა ადამიანს დანაშაულის ჩადენა შეუძლია, ეს მისი ბუნებრივი ხასიათია. პატიოსან ადამიანს კი ვერავინ აიძულებს, რომ დანაშაული ჩაიდინოს. რადგან ეს ხალხი არ გავუშვით სახლში, არ გამოვიკვლიოთ მათი დანაშაულობები და დღესაც კი დიდი თანამდებობები უკავიათ და ქვეყანაში, პრინციპში, სამართალს განაგებენ, რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა. ასეთივე შეცდომა იყო თავის დროზე ზვიად გამსახურდიასი, როცა მან კომუნისტები დაიტოვა და ეგონა, რომ კომუნისტებით ააშენებდა დამოუკიდებელ საქართველოს,“ - აცხადებს ჭიჭინაძე და დასძენს, რომ თუ მთავარი პროკურორად ისეთი ადამიანის კანდიდატურა არ იქნა შერჩეული, რომელსაც აქვს მაღალი ნდობის ხარისხი, ძნელია, ადამიანებს დაუბრუნდეთ ის რწმენა, რომელიც 2012 წელს ჰქონდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42