მეუფე ზენონის საგანგებო მიმართვა ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციას პარლამენტთან
პოლიტიკა - 22:38, 31 May, 2018     23805

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს წერილით მიმართა, სადაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა საზოგადოებას:

„თანატოლთაგან სიკვდილისთვის უმოწყალოდ გამეტებული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის გულდამწვარო მშობლებო და ოჯახის წევრებო, მგლოვიარეთა და ჩაგრულთა შეუპოვარო ჭირისუფალო, საქართველოს მოქალაქენო, მიიღეთ ჩვენი თანადგომა და მზრუნველობა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრები მრავალათასიანი, ქრისტიანული ქართული თემის სახელით.

ჩვენი მზერა ეს დღეებია შეუჩერებლად მოპყრობილია სამართლიანობისთვის მებრძოლი თქვენი მამაცი და მგრძნობიარე გულებისაკენ, ჩვენი მზერა და მწუხარება მოპყრობილია უმწიკვლო ჭაბუკთა სასიკვდილოდ დასერილი და განგმირული გულებისაკენ.

ასევე მოგმართავთ იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომელთა ხელებმაც შეაჩერეს მათი თანატოლების სიცოცხლის მოტრფიალე გულისცემა, ამაღლდით ყოველგვარ ეგოისტურ გრძნობაზე მაღლა და გააღვიძეთ შვილებში დანაშაულზე პასუხისმგებლობა.

ნუ აქცევთ თქვენს შვილებს მოარულ ხიზნებად და მათივე ბოროტების მსხვერპლად. გამბედაობას გვაძლევს ჩვენ ბატონ ზაზა სარალიძის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადებები. არ სურს მისი შვილების მეგობრები უსამართლობის განცდის მიზეზით დაადგნენ შურისძიების გზას. მოგმართავთ ხელისუფლებას, დაიცავით და აღადგინეთ ხალხში სამართლიანობის განცდა“, - დაიცავით და აღადგინეთ სამართლიანობის განცდა“, - ნათქვამია მეუფე ზენონის წერილში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42