რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები გიორგი კვირიკაშვილის და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მათი მოთხოვნების შესრულებამდე 22:00 საათამდე მისცეს დრო. ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გააკეთა:
„როგორც ხედავთ გადააყენეს შოთაძე იძულებით, მაგრამ არ ისჯება და არ აპატიმრებენ ჩემი შვილის მკვლელებს, საქმის შემკერავებს და მთავარ ფიგურანტებს. შოთაძე გადადგა, სუბელიანი გარეთ არის, დავტოვოთ გარეთ? დავტოვო ჩემი და თქვენი შვილების მკვლელები გარეთ? სისტემამ ომი გამოგვიცხადა, ჩვენ დავანგრევთ სისტემას, სისტემის უკან დგას კვირიკაშვილის მთავრობა, გადადგეს ყველა, ვინც ამ სისტემას მფარველობს, გადადგეს კვირიკაშვილი და მისი მთავრობა“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






