„წამზომი ჩაირთო, პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი ვინც დანა აწია ბავშვებზე, ჩვენ ვთქვით რომ დავიწყეთ სისტემის ნგრევა, სისტემის ნგრევისთვის არამხოლოდ შოთაძე, არამედ ყველა ის აგურია ჩამოსაგდები, ვინც არის შემადგენელი ამ უსამართლო სისტემის კედლის. ჩვენ გვაქვს ერთადერთი მიზანი, საქართველოში ერთხელ და სამ უდამოდ ჩამოყლიბდეს თავისუფალი მართლმსაჯულება. სისტემის ნგრევისთვის აუცილებელი პირობები და აუცილებელი გვარებია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ თანამდებობიდან გადაყენებული: მურუსიძე, მას მიჰყვეს ჩინჩალაძე, გადადგეს გვენეტაძე და მას მიჰყვეს კიდევ ერთი ჭანჭიკი სუბელიანი. როდესაც ეს მოთხოვნები შესრულდება, ჩვენ ჩავთვლით რომ სისტემა მნიშვნელოვნად ჩამოვშალეთ. ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა პროკურატურასთან, რომ არ გაბედონ და ვინმე არ წარადგინონ პროკურორის პოსტზე . ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით ჩმაოყალიბდება ჯგუფი, რომელშიც შევლენ იურისტები და შეარჩევენ კეთილსინდისიერ წესიერ ადამიანს, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს დასანიშნად“- განაცხადა ზვიად კუპრავამ. მისი თქმით მათი მოთხოვნაა ასევე რმ გადადგეს სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური.
მასალის გამოყენების პირობები






