საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმაურება:
„დღევანდელი სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება იღებს უმაღლეს პასუხისმგებლობას და თქვენ ნახეთ, რომ მთავარი პროკურორი გადადგა არა იმ პირობებში, როდესაც რაიმე დანაშაული ან რაიმე გადაცდომა არის დამტკიცებული მის მიმართ, არამედ გადადგა იმ პირობებში, როდესაც გაჩნდა გარკვეული ეჭვი გარკვეული ხარვეზების შესახებ გადაცდომების შესახებ, რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ საქმესთან. ეჭვი გახდა გადადგომის საფუძველი, ეს იყო ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნულ საქმეში მმართველ გუნდს სუბიექტური ინტერესი არ აქვს.
"აშკარაა, რომ არსებობს ხარვეზი, ეს ხარვეზი შეიძლება იყოს მოსამართლის ხარვეზი ან პროკურატურის მიერ მომზადებული საქმის ხარვეზი. არის ორი ვარიანტი, ჩვენი ამოცანაა, ვიმსჯელოთ იმაზე, თუ ვისმა ხარვეზმა განაპირობა ეს განაჩენი, რომლეიც კითხვის ნიშნებს ბადებს," - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






