„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია მოზარდების მკვლელეობის საქმეს ეხმაურება, მისი თქმით ირაკლი შოთაძე პასუხისგებაშ უნდა იქნეს მიცემული:
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე უცხადებს წარმოუდგენელ უნდობლობას პარლამენტს და საპარლამენტო კომისიას მითუფრო. რა საპარლამენტო კომისიის შექმნაზეა საუბარი? ექვსი თვის განმავლობაში მართლაც კარდაკარ დადიოდა შვილმოკლული მამა და ითხოვდა დახმარებას ხელისუფლებისგან, ექვსი თვის განმავლობაში ნაცარს თვალებში აყრიდნენ, მას შემდეგ, რაც აზვირთდა პროტესტი, ახლა თურმე ისევ კაბინეტში უნდა შეიყვანოს ზაზა სარალიძის საქმე ბატონმა კობახიძემ, რაც შოთაძემ და მთელმა სისტემამ ვერ გამოიძია, საიდან გამოძიებს ბატონი კობახიძე? მით უფრო, როცა ყველა მტკიცებულება განადგურებულია, ეს არის ცინიზმის მწვერვალი. რომელ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ვსაუბრობთ? შოთაძე არა თუ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, პასუხისგებაში უნდა იქნეს მიცემული. ადამიანი, რომელიც საუბრობს, რომ თურმე პროკურორები უნდა მოიწვიოს საზღვარგარეთიდან, პენსიაზე გასული პროკურორები, რას აკეთებს მაშინ სასამართლო სისტემა, რას აკეთებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო და სხვადასხვა ორგანოები? დაადასტურა ბატონმა შოთაძემ, ესენი არიან უბრალოდ, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებენ დაწესებულებები, ამიტომ, ვინც ამას აყენებს საკითხად, რომ საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას, დიახაც ეს არის მაშველი რგოლი ბიძინა ივანიშვილი კრიმინალური ხელისუფლებისთვის და მე მოვუწოდებ ყველას და არა ერთხელ მითქვამს, პოლიტიკის მიღმა არის, პოლიტიკის საზღვრებს სცდება ეს საქმე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






