8 არასამთავრობო ორგანიზაცია ირაკლი შოთაძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 18:39, 31 May, 2018     660
არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ:

"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვეხმაურებით ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეს და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობის დაწყებამდე, თანამდებობა უნდა დატოვოს საქართველოს მთავარმა პროკურორმა.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება, შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია გონივრულია. თუმცა, დროებითი საგამოძიებო კომისიის უპირველესი ამოცანაა, საქართველოს პროკურატურის მიერ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, შესწავლა და შეფასება. სხვა შემთხვევაში, კომისიის მუშაობა იქნება ფორმალური და უშედეგო.

ამავდროულად, კომისია ვერ ჩაანაცვლებს სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს და სასამართლოს, რაც გულისხმობს, რომ დასახელებულ სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება კვლავ საქართველოს პროკურატურის პასუხისმგებლობაა.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ, მიანიშნებს რომ არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები პროკურატურის მიერ ამ საქმეზე განხორციელებული ქმედებების და საქმის შედეგით შესაძლო დაინტერესების შესახებ. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, დროებით საგამოძიებო კომისიას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა მხოლოდ მთავარი პროკურორის ნებართვის შემთხვევაში ექნება. შესაბამისად, მოქმედი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დარჩენა, ეჭვქვეშ დააყენებს პარლამენტის მხრიდან ნებისმიერ მცდელობას, შეისწავლოს პროკურატურის ქმედებების კანონიერება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც საგამოძიებო და მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ლეგიტიმურ და სამართლიან პროტესტს იწვევს. დღემდე არაერთი გახმაურებული საქმე გამოუძიბელი და პასუხგაუცემელია. ნათელია, რომ მოქმედი საგამოძიებო სისტემა ვერ პასუხობს შექმნილ კრიზისულ ვითარებას და ძირეულ რეფორმას საჭიროებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მთავარ პროკურორს, დაუყოვნებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა წარმართოს მაქსიმალურად ღიად და კანონმდებლობის მოთხოვნათა ზედმიწევნით დაცვით", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

ღია საზოგადოების ფონდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადობა

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

ადამიანის უფლებათა ცენტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42