მოზარდების მკვლელობის საქმე - მთავარ პროკურატურასთან აქციაზე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე იმყოფება. დოლიძის განცხადებით, ირაკლი შოთაძემ დღეს აღიარა, რომ მთავარი პროკურატურა უუნაროა:
„დღეს თვითონ მთავარმა პროკურორმა თითქმის აღიარა კაპიტულაცია, იმით, რომ ამდენი ხნის შემდეგ მან თქვა, რომ ახლა უნდა ჩამოიყვანოს უცხოელი პროკურორები, რომლებმაც ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ, რისთვის გვჭირდება მაშინ ეს სტრუქტურა, რისთვის გვჭირდება ეს მრავალმილიონიანი ბიუჯეტი და ის ასობით ადამიანი, რომელიც აქ მუშაობს? მათ ფაქტია, რომ ვერ შეასრულეს დავალება და ვერ შეასრულეს საკუთარი ფუნქცია, თორემ ჩვენ დღეს აქ არ ვიქნებოდით, ჩვენ გვჭირდება, რომ ყველა კითხვის ნიშანს ამ საქმეზე გაეცეს ამომწურავი პასუხი და ეს აღარ სჭირდება მარო ბატონ ზაზას, ეს გვჭირდება ჩვენ, ქართველ ხალხს, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიღვაწეთ იმისთვის, რომ არასდროს იგივე აღარ მომხდარიყო, რაც მოხდა გირგვლიანის შემთხვევაში, ვაზაგაშვილის შემთხვევაში, ყველა იმ დროს როდესაც ჩვენ ვიკრიბებოდით აქ, ბატონო ზაზა, იყავით მაგრად, მშვიდად და ტავს გაუფრთხილდით, თქვენს გვერდით ვართ. დღეს შოთაძემ თითქმის თვითონვე აღიარა, რომ ეს სტრუქტურა უუნაროა. ან არ აქვს ნება, რომ შესაბამისი პასუხები გასცეს კითხვებს, რომლებიც ამ საქმეზე დაისვა. მე ვფიქრობ, მან თავის მანდატს თვითონვე დაუსვა წერტილი და მე ვფიქრობ, დროა ხელახალი ძალისხმევით, ამ უწყებიდან პასუხი გაეცეს იმ კითხვებს, რა კითხვებიც დაისვა, ამ შემთხვევაში უკვე კითხვის ნიშნები აღარ არის არც ხორავას საქმეზე, არც პროკურატურაზე, ჩვენ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტების მიმართ ისმის სერიოზული კითხვები“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






