„საპარტნიორო ფონდის“ მიერ მინსკში გამართული ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, სამმხრივი შეხვედრები შედგა
პოლიტიკა - 16:45, 31 May, 2018     707

„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, მინსკში გამართული ბიზნეს ფორუმის „ბელორუსის რესპუბლიკა-შავი ზღვის ეკონომიკური თანამაშრომლობის ქვეყნების“ ფარგლებში, სამმხრივი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები „საპარტნიორო ფონდის“, ადგილობრივი ბიზნეს წრეებისა და ფონდის მიერ ფორუმზე მიწვეულ პარტნიორ კომპანიებს შორის შედგა. „საპარტნიორო ფონდის“ მოწვევით, მინსკის ბიზნეს-ფორუმზე ჩინელი, სინგაპურელი, კორეელი და ჰონკონგელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ბიზნეს ფორუმის ფარგლებში გამართულ სამმხრივ შეხვედრებზე მხარეებმა საუკუნის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში, ბელარუსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

„ბელარუსი ახალ პლატფორმად განიხილება აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნებისთვის. მოხარული ვარ, რომ საქართველო იმკვიდრებს თავის ღირსეულ ადგილს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ უმნიშვნელოვანეს პროექტში. ჩვენი ქვეყანა უკვე აღიარეს, როგორც ერთერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელსაც თავისი წვლილი შეაქვს სხვადასხვა ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში“ - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ბიზნეს წრეებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე.

ბიზნეს ფორუმის მონაწილეებმა, ასევე, ბელარუსისა და ჩინეთის ინდუსტრიის პარკი მოინახულეს და ბელარუსის მთავრობის პატრონაჟით გამართული ინოვაციური წარმოების საერთაშორისო გამოფენა „ტექნოლოგია და ინოვაცია მრეწველობაში“ დაათვალიერეს.

ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებმა, საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბელარუსში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა. მიღებას „საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით გამართულ ბიზნეს ფორუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წევრები, ბელარუსის მთავრობისა და ადგილობრივი საქმიანი წრეების, უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტებისა და ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42