როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, პარლამენტი მოკლებულია ოფიციალურ ინფორმაციას, რომ განსაზღვროს სად არის დარღვევა სასამართლოს გადაწყვეტილებაში თუ პროკურატურის საქმიანობაში.
„ოჯახს ეჭვი აქვს გამომძიებლების მიმართ. ოჯახი ამბობს, რომ სასამართლო სწორად მოიქცა, არასწორად მოიქცა პროკურატურა. ამიტომ ხომ არ ჯობია უფრო თამამები ვიყოთ და პრინციპულები. არ შეიძლება პროკურატურა იყოს ეჭვის ქვეშ. ეჭვი ან უნდა გაქარწყლდეს ან უნდა დადასტურდეს. სისხლის სამართალს იმიტომ ჰქვია სისხლის სამართალი, რომ როდესაც დაიღვრება სისხლი იქ უნდა იყოს სამართალი. ბუნებრივია, რომ პარლამენტი მივიდა იმ ეტაპამდე როდესაც მოუწია მის კონტროლს მიღმა არსებული ხელისუფლების გადაწყვეტილების სისწორეში ჩარევა.პარლამენტის კონტროლს ქვეშ არ არის სასამართლო ხელისუფლება და აქედან გამომდინარე პარლამენტი ვერ იღებს პასუხისმგებლობას სასამართლო ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით" - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






