გადადგეს გენერალური პროკურორი! პროკურატურის ეს შემადგენლობა! დაინიშნოს საგამოძიებო კომისია! თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, ის მიიღებს უმწვავეს პროტესტს. ჩვენ ვართ მომხრე სამართლებრივ ჩარჩოში დარჩეს ყველაფერი და ამ ხელისუფლებისგან განსხვავებით არ გვაქვს პოლიტიკური მიზანი! ჩვენი მიზანი მხოლოდ სიმართლის დადგენაა - ვეროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა გენერალური პროკურორის ბრიფინგს ეხმაურება
,,ჩვენ ვიხილეთ სამ პუნქტად ჩამოყალიბებული, სამოსანის ტონალობაში მთავარი პროკურორის გამოსვლა. ფაქტი არის უცვლელი, ჩვენ გვყავს გარდაცვლილი, ჩვენ გვაქვს ტრაგედია და ამდენი ხნის გამოძიების შემდეგ ჩვენ არ გვყავს მკვლელი და არ არის დამნაშავე. ის მოლოდინი, რაც საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი დადგა. ვერანაირი უცხოელი პროკურორების ჩამოყვანით ვერ გამოსაწორებს სიტუაციას. უნდა შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც გამჭვირვალედ, ოჯახის ჩართულობით იქნება სიმართლის დადგენა. ფაქტი არის ერთი, აქ ბევრი რამე იმალება და როდესაც პოლიტიკური დავალება არის ჩართული ამ საქმეში შეუძლებელია დედამიწის ზურგზე იპოვოთ პროკურორი, რომელიც ამას სწორედ გამოიძიებს იმიტომ, რომ არასწორედ არის წარმართული სიტუაცია,’’ - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






