საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი მთავარ პროკურატურასთან იმყოფება. ნაცვლიშვილის განცხადებით, სასამართლოს განაჩენი მოზარდების მკვლელეობის საქმეზე, არის პროკურატურის მიმართ დადებული განაჩენი, რითიც დადასტურდა ის, რაზეც მოკლული სარალიძის მამა ექვსი თვის განმავლობაში საუბრობდა:
„პრეზიდენტი არა ერთი წელია საუბრობს იმაზე, რომ მართლმსაჯულების სისტემა არის კრიზისში, დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ ის პრეტენზიები და პასუხგაუცემელი კითხვები, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდნენ დაზარალებულები, შვილმკვდარი მშობლები, ეს პასუხგაუცემელი კითხვები რჩება, სასამართლომ დღეს განაჩენი გამოუტანა პროკურატურის მიე არასწორად და არაკომპეტენტურად ჩატარებულ გამოძიებას და დაადასტურა ის, რაზეც თვეების განმავლობაში საუბრობდა დაზარალებული, მოცემულ ვითარებაში უნდა იყოს ადეკვატური რეაგირება, ეს გულისხმობს იმას, რომ ცალკეული პირების რა თქმა უნდა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა და სრულიად არაადეკვატური ბრიფინგი მთავარი პროკურორის, სრულიად არაადეკვატური პოზიციებით, ცალკე თემაა, მაგრამ მხოლოდ კონკრეტული ადამიანების გადადგომა, ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდი ხანია, რომ ამ სისტემაში ისევ ის ადამიანები რჩებიან და იმავე მეთოდებით მუშაობენ, როგორც წლების განმავლობაში, როდესაც ძალადობდა სახელმწიფო ადამიანებზე და ეს უწყება ამ ყველაფერს აფორმებდა, ხელს აფარებდა და იყო ძალადონის მონაწილე, იმავე ადამიანებით და იმავე მეთოდებით აგრძელებს უქწყება მუშაობას, ეს თუ არ დამთავრდა, კონკრეტული ადამიანების წასვლა თუ წამოსვლა, დიდწილად სიტუაციას ვერ შეცვლის, თუმცა, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ვინც სიტუაცია აქამდე მიიყვანა, იმან პასუხი არ უნდა აგოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






