მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ პროკურატურის დანაშაული, ამ დანაშაულს ხელს აფარებს მაღალი თანამდებობის პირები.
„დღეს ცალსახად დადასტურდა, რომ პროკურატურას აქვს სისხლში ხელები გასვრილი, დღეს ცალსახად დადასტურდა, რომ პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირების პირდაპირი დავალებით, ხელს აფარებენ მკვლელებს. დღეს ცალსახად დადასტურდა ის, რასაც მამა ექვსი თვის განმავლობაში საუბრობდა, რომ მისი შვილის მკვლელები არიან გარეთ. ამ ყველაფერს სჭირდება შესაბამისი რეაგირება, თუ ვუნმე იტყვის, რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ დიახაც, პოლიტიკოსების მიერ ჩადენილი დანაშაულია. დიახაც, ჩვენ, პოლიტიკოსები ვალდებული ვართ, რომ ამ ადამიანს გვერდში დავუდგეთ იმისთვის, რომ ვაგებიოთ პასუხი პოლიტიკოსებს იმ დანაშაულზე, რასაც განგრძობადი ხასიათი აქვს, მთავარი პროკურორი რომ უნდა გადადგეს, მე ვუერთდები ამ მოთხოვნას, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მთავარი პროკურორის საქმე, ეს არის ერთიანი, ჩამოყალიბებული დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც ქალაქის ცენტრში მომხდარ მკვლელობას, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო, რომლის ყველა დეტალშიც თითოეული ჩვენგანი ვიყავით ჩართული, ასე უტიფრად თავზე გვახევენ ამ საქმეს და ამბობენ, რომ ამ ადამიანის მკვლელები უნდა იყვნენ გარეთ, ამაზე საშინელება რა უნდა მოხდეს? მე ვფიქრობ, რომ ყველა აქ უნდა დადგეს, მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, თუ გული გიძგერთ თუ მართლა ფიქრობთ, რომ ჩვენ გვინდა ქვეყანა ავაშენოთ, თუ მართლა იაზრებთ იმ ტკივილს, რაც აქვთ მშობლებს, რომლების შვილების მკვლელებიც ახლა გარეთ არიან, მოდით აქ, დავუდგეთ ამ ადამიანს გვერდში და მე ვაპირებ ბოლომდე დავუდგე გვერდში და ყველა გზას მივმართო იმისთვის, რომ ადამიანები დაისაჯონ, პროკურატურა თავიდან ბოლომდე არის დამნაშავე და ეს სისტემა უნდა ჩამოინგრეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში, მასთან ერთად უნდა დაისაჯონ ის პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ ჩართულნი, ვინმეს ჰგონია, რომ პრემიერ-მინისტრმა არ იცის რაც ხდება? თუ გგონიათ, რომ ის პოლიტიკური ლიდერები არ არიან საქმის კურსში? ყველანი საქმის კურსში არიან და ყველანი დამნაშავეები არიან" - განაცხადა ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






