მთავარ პროკურატურასთან სადაც ზაზა სარალიძე მისი არასრულწლოვანი შვილის მკვლელობის სამართლიან გამოძიებას და მკვლელების დასჯას ითხოვს იმყოფება ნიკა მაჭუტაძეც. მისი თქმით იმ კლანს რომლებიც დამნაშავეებს ხელს აფარებენ სოზარ სუბარი მფარველობს და მთავარ პროკურორთან ერთად ისიც უნდა გადადგეს:
„კლანს, რომელიც ახორციელებს დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას და პასუხისმგებლობის არიდებას, მათი სახე არის მინისტრი სუბარი, რომელიც ზუსტად მაშინ ხელმძღვანელობდა პენიტენციალურ სისტემას, როდესაც მირზა სუბელიანი იყო მაღალჩინოსანი, იგი სწორე და მისი ნათესავი და კადრია. სწორედ სუბარის ხელმძღვანელობით მოხდა იმ ცნობილი ფაქტის განცხორციელება, რომელიც გულისხმობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას და მთელი პენიტენციალური სისტემის ისე დალაგება, როგორიც იქნებოდა შესაბამისი „ქართული ოცნებისთვის’, ვგულისხმობ კრიმინალიზაციას და კრიმინალური ავტორიტეტების მიერ ციხეების მართვას. სწორედ, ეს კლანი სუბარ-სუბელიანი ხელმძღვანელობით ხელს აფარებს მკვლელებს. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხების გარემოებების გამოსავლენად და დღის ბოლომდე საზოგადოებას ვამცნობთ სტრატეგიის შესახებ, რომელიც გულისხმმობს არამარტო შოთაძის, არამედ სუბარის პოლიტიკური და თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დასმას “-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






