მოზარდების მკვლელობის საქმე და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. საქართველოს მთავარ პროკურატურასთან მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები იმყოფებიან.
ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსები. სასამართლოს გადაწყვეტილებას „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი უგულავამ მართლმსაჯულების კატასტროფა უწოდა:
„ფაქტი არის ის, რასაც ყველანი ველოდით, ეს არის მართლსაჯულების კატასტროფა რაც მოხდა დღეს, მივიღეთ 6 -თვიანი ცინიკური გამოძიების თავზე, რომ გვყავს გარდაცვლილი და არ გვყავს მკვლელი, ასეთ ვიტარებაში მთავარი პროკურორი უნდა გადადგეს, ან ეს უნდა ქნას თვითონ, ან ეს უნდა გააკეთოს პარლამენტმა, ჩვენ ვითხოვთ საგამოძიებო კომისიის შექმნას, იმიტომ რომ ფაქტია, პროკურატურა ვერაფერს გამოიძიებს აწი, პროკურატურის ნდობა ამ საქმეში არის ნულის ტოლი, არსებობს საკმაოდ მყარის აფუძველი იმისა, რომ გვქონდეს ეჭვი, რომ ხელისუფლება აფარებს ხელს კონკრეტული მიზეზის გამო და ეს მიზეზი არის გამოუძიებელი საქმე მერაბიშვილის საქმიდან გაყვანის, მე არ მინდა ზედმეტ სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ გვყავს გარდაცვლილი, გვყავს ოჯახი,რ ომელიც ითხოვს სამართალს და გვაქვს დახურული კარები პროკურატურის, ასეთ ვითარებაში ერთადერთი სწორი გამოსავალი არის მთავარი პროკურორის გადადგომა თუ ამას არ იზამს უმრავლესობა, ივანიშვილი მიიღებს ქუჩას და მწვავე პროტესტს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
მასალის გამოყენების პირობები






