მოზარდების მკვლელობის საქმე და სასამართლოს გადაწყვეტიელბა - საპარლამენტო უმცირესობა საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს:
„ეს ის მომენტია, როდესაც პარლამენტი გადამწყვეტად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში, რასაც ჩვენ ვუყურებთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ადამიანი საუბრობდა პროკურატურის მხრიდან სერიოზულ ხარვეზებზე, ჩვენ აქ არ გვინდა სპეკულაცია კონკრეტულად რა და როგორ იყო, ეს ვერ გვეცოდინება, მაგრამ საუბრობდა, რომ მას აქვს ეჭვი, ვიღაცას აფარებდნენ ხელს და შედეგად ჩვენ მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ადამიანს, ისედაც დაცაგრულს სახელმწიფოს მხრიდან, ეუბნებიან, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. შევხედოთ ამ ადამიანის თვალით და ზოგადად მოქალაქის თვალით, როგორ გრძნობს ის სახელმწიფოს წინაშე დღეს თავს. არა თუ არაფერი გავაკეთეთ, პირდაპირ სილ;ა გააწნა დღეს პროკურატურამ, რომელიც ეუბნება შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობს. ამ ვითარებაში ეს ყველაფერი რაღაც უბედურებაში რომ არ გადაიზარდოს, სასწრაფოდ შევქმნათ საპარლამენტო კომისია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






