"51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ ჩემი მეორე შვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ"- ზაზა სარალიძე
პოლიტიკა - 13:05, 31 May, 2018     17171
ხორავაზე მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურის მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობას მოითხოვს, მისი თქმით, დამნაშავეების ხელის დაფარებაში ჩართული იყო არა მარტო პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, არამედ საქმის პროკურორებიც. ის 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მოუწოდებს, რომ მისი მეორე შვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ. ზაზა სარალიძე საპროტესტო აქციას მთავარ პროკურატურასთან მართავს და აცხადებს, რომ ის იქ დარჩება მანამდე ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება:


„დაუყოვენებლივ იქნას თანამდებობიდან გათავისუფლებული შოთაძე, ასევე პასუხისგებაში იქნას მიცემული, იქიდან გამომდინარე, რომ პირველივე დღიდან იყო საქმის გაყალბებაში ჩართული. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნეს მიცემული მალხაზ კაპანაძე- ქალაქის პროკურორი, რომელიც ურცხვად ტყუილებს ამბობდა საზოგადოების წინაშე. დაუყოვნებლივ პასუხისგებაში იქნეს მიცემული ზვიად ფხაკაძე, იმედა გუგუშვილი რომლებიც ჩემი საქმის პროკურორები იყვნენ და პირადად წვდომა ქონდათ ამ საქმის გაყალბებასთან. დღესვე პასუხისგებაში იქნეს მიცემული მირზა სუბელიანი და მისი ოჯახის წევრები. აბსოლუტურად ყველა დამანშავე ვინც ჩემი შვილი მოკლა. აქედან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ პასუხისმგებლობას არ ააღებინებენ ყველა იმ პირს ვინც აქტიურად იყო ჩართული არა მარტო გაყალბებაში, არამედ ჩემი შვილის მკვლელობაში. მე უკვე ვიცი ვინაა ჩემი შვილის მკვლელი, მაგრამ ისინი არ აპირებენ იმათ დასჯას. ყველა შვილმკვდარ მშობელს მოვუწოდებ დამიდექით გვერდში. სისტემამ ჩემი განადგურება მოინდომა, მაგრამ სისტემას მე გავანადგურებ ან მომკლან. 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მივმართავ ჩემი მეორე შვილის უსაფრთხოება უზრუნველყონ ახლავე. ამათგან ყველაფერი მოსალოდნელია უკვე.“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42