„ბენდუქიძე კვდება და ჯოჯოხეთში ხვდება.
რამდენიმე თვის შემდეგ ჯოჯოხეთი ბრწყინვალედ ამუშავდება.
კერძოდ,
- კოცონი მუდმივად გიზგიზებს, კუპრის მარაგი გათვლილი და დასაწყობებული, ქვაბები გახეხილი, ზეთის დეფიციტი აღმოფხვრილი, ცოდვილების ხარშვა - მკაცრად განსაზღვრული გრაფიკით, ზეგანაკვეთური სამუშაოების ანაზღაურება - სანიმუშო.
ერთი სიტყვით, სახეზეა შრომის იდეალური ორგანიზება.
ამის შემდეგ, კახა პეტრე მოციქულს ხვდება და ეკითხება:
- ჯოჯოხეთის ფუნქციონირების პრობლემები საფუძვლიანად გადაწყვიტე, შეგიძლია ახლა განსაწმენდელი რომ ჩამაბარო?
პეტრემ:
- რაზეა საუბარი. - და ბენდუს აწინაურებენ.
მცირე დროის შემდეგ იქაც:
- იდეალური სისუფთავე, რიგების გაქრობა და მიცვალებულების ნაკადის ოპტიმალური მართვა, ცოდვების დროულად განხილვა, ცოდვილების მომენტალური დახარისხება - გადამისამართება...
განსაწმენდელშიც, კახას შესანიშნავი მენეჯმენტის წყალობით ყველაფერი საათივით მუშაობს.
მიღებული შედეგებით გაოცებული და გახარებული პეტრე, ბენდუს მიმართავს:
- მითხარი და ნებისმიერ სურვილს შეგისრულებ.
- არაფერი მინდა, გარდა ღმეთთან 5 წუთიანი აუდიენციისა.
- ძალზე ძნელი საქმეა, მაგრამ ყველანაირად შევეცდები. - არც თუ ისე იმედიანად მიუგო პეტრემ.
მრავალი ძალისხმევის შედეგად ბენდუს და ღმერთის შეხვედრის ორგანიზება მაინც მოხერხდა.
ედემის ბაღში, 5 წუთის მაგივრად 3 საათიანი მათი ერთობლივი სეირნობის და საუბრის შემდეგ გაოცებული ღმერთი ანგელოზების კრებულს მიმართავს:
- შპს „სამოთხის“ იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ რატომ მე მხოლოდ 35%? გაუგებარია...“
მასალის გამოყენების პირობები






