„შინდისი სააგარაკედ ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა და შეუძლებელია მისი განვითარება თუ ელემენტარულად, სასმელი წყალი არ აქვთ ადამიანებს. დაიწყეთ პროექტზე მუშაობა და წელსვე დავიწყოთ ამ პროექტის განხორციელება, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ამის პრობლემა არ ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თანამშრომლობისთვის.
„ჩვენ ძალიან ბევრ ქუჩაზე ვართ შესულები და ვაწარმოებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მათი მხრიდან ყოველთვის არის მზაობა თანამშრომლობაზე. იქ, სადაც ინფრასტრუქტურული ღონისძებები ხორციელდება, ჩვენ არ გვინდა, რომ დაიგოს ასფალტი და შემდეგ თავიდან მოგვიწიოს გადათხრა. ამიტომ, პირველივე დღიდან მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მიმდინარეობდეს ეს სამუშაოები , როგორც საკანალიზაციო, სანიაღვრე და ა.შ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






