თბილისის მერია ვარკეთილში ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტს იწყებს
პოლიტიკა - 11:27, 31 May, 2018     700
დედაქალაქის მერია ვარკეთილის მესამე მასივში, მე-6 და მე-8 კვარტალებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებისთვის ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ჩემს წინა საარჩევნო კამპანიაში ხშირად ვსაუბრობდი აღნიშნულ საკითხზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ სჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. როგორც კი ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვეცა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოებს, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის. დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი. მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ.მ (3,2 ჰექტარი) მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და კერძო სექტორს ვიწვევთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი აღნიშნულ პროექტს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად განახორციელებს და გარკვეული რაოდენობის ფართებს მუნიციპალიტეტს გადასცემს.

ამასთან, დედაქალაქის მერის განცხადებით, პირველ ეტაპზე თანამედროვე ევროპული ტიპის ფართებს პირველ ეტაპზე 170 ოჯახი მიიღებს.

„ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მე-6 და მე-8 კვარტალებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მესამე მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე; ჩვენ შეგვიძლია უკვე დავიწყოთ მოლაპარაკებები ამ ოჯახებთან და მათ ექნებათ რეალურად შეძალებლობა იმის, რომ ახალი, თანამედროვე ევროპული ტიპის საცხოვრებელი ფართები მიიღონ და ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ. პირველ ეტაპზე 170 ოჯახზეა საუბარი. თუმცა ეს არ არის ერთჯერადი პროექტი. ეს არის ცოცხალი პროცესი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი საკმაოდ მასშტაბურად განვახორციელოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42