გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
პოლიტიკა - 11:09, 31 May, 2018     751

საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და სამშობლოს საკითხთა ფედერალურ მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს, როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს. აღნიშნული თანამშრომლობა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრებისა და ორმხრივი სამუშაო ვიზიტების შედეგად, წარმატებით ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე.

გიორგი გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა. მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ქართული მხარის მიერ გერმანიიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-იან შესრულებაში გამოიხატება.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა კლების პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლად აღიარების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დაბალია და უახლოეს მომავალში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანი იყო სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციას და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42