„მალე სანანებელი გამიხდება,რომ საერთოდ ხმა ამოვიღე… იმას არკვევენ,ნორმალური ვარ თუ არა“- გრიგოლიას ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოსთხოვეს
სოც.მედია - 10:16, 31 May, 2018     7789
ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ინფორმაციით, მის მიმართ მუქარის საქმეზე პროკურატურამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დასადგენად.ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა. გრიგოლია ამის შესახენ Facebook-ში წერს და აცხადებს, რომ იმის ნაცვლად, რომ საქმე გამოიძიონ, მას ამოწმებენ ნორმალურია თუ არა და ილუზიებისკენ მიდრეკილი ხომ არაა. როგორც ჟურნალისტი წერს, ის ფსიქოლოგიური შემოწმებისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში დაიბარეს და როგორც გრიგოლია ვარაუდობს ის სპეციალურად დასვეს ღია პალატებთან რათა მასზე ფსიოლოგიური ზემოქმედება მოეხდინათ.


"კვლავ ძალიან დიდი სტატუსის დაწერა მიწევს,მაგრამ საინტერესოა.ვისაც ნერვი გეყოფათ,წაიკითხეთ..გაინტერესებთ,როგორ გრძელდება ჩემი ამბავი ,მას მერე,რაც ის მანიაკი დაიჭირეს,რომელიც სახლის კარის შემომტვრევით მემუქრებოდა და ამტკიცებდა,რომ ქალიშვილი მყავს მასთან,სახელად თამარი? მოგიყვებით მძაფრსიუჟეტიანი ფილმის გაგრძელებას,ერთი კვირის წინ პროკურატურამ მამცნო,რომ უნდა ჩამეტარებინა(მე) ექსპერტიზა,იმის დასადგენად,რა სტრესს განვიცდიდი ამ მანიაკის მუქარების და აკიდების გამო.მითხრეს,რომ ეს არის აუცილებელი,რადგან აკიდებაზე კანონი ითხოვს იმის დადასტურებას,რა მძიმედ ისახება ძალადობის კვალი ქალებზე.მითხრეს,რომ ეს იყო ჩვეულებრივი გასაუბრება ფსიქოლოგთან,რომელიც ჩემი სტრესის ხარისხს დაადგენდა.ცხადია,როგორც კანონმორჩილი ადამიანი დავთანხმდი ,დღეს მქონდა ექსპერტიზა დანიშნული.წავედი ადვოკატთან ერთად და აქედან დაიწყო ჰიჩკოკის მეორე სერია. აღმოვჩნდი არა ჩვეულებრივ სამედიცინო დაწესებულებაში,არამედ გისოსებიან შენობაში,ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში,ჩვეულებრივი საპატიმროა რა...გისოსებით,დაცვებით და ასე შემდეგ.კი გამიკვირდა,მაგრამ შევედი..ამიყვანეს რაღაც სართულზე და მოიცადეო..დავჯექი დერეფანში და უეცრად აღმოვაჩინე,რომ ვზივარ და ჩემს თვალწინ ხდება საოცრება-გაღებულია პალატის კარებები(რკინის კარებები,როგორიც ციხის საკნებს აქვს), კარს მიღმა ვხედავ როგორ წვანან პაციენტები.ერთი გოგო დამამახსოვრდა,მოკუნტული,ადიელა მიფარებული ,იქით კიდევ სხვა...გამოვშტერდი,რადგან დამსვევს ამ გაღებული პალატების კარებებთან და იძულებით ვუყურებდი ამ საშინელ სურათს. უცებ ჩამოვიშალე,ვერ მივხვდი,რატომ დამსვეს იქ და რატომ მაყურებინეს ,როგორ წვანან პაციენტები...ადამიანის უფლებების რომელი მუხლი ითვალისწინებს ძალადობით დასტრესილ ქალს აყურებინო ღია პალატებში,სადაც ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტის პაციენტები წვანან,ვერ ვხვდები.....როცა გავაპროტესტე,მითხრა ვიღაც ასაკოვანმა ფსიქოლოგმა ქალმა,საშიშები არ არიანო,მანიაკები ზედა სართულებზე გვყვანანო( მოწმეა ჩემი ადვოკატი,რომ რასაც ვყვები, არ ვაზვიადებ)....საშინლად გავაპროტესტე,მითხრა,ჩვენი ბრალი არაა,ამ სურათს რომ უყურეთ,იმიტომ რომ ოთახები არ გვყოფნისო(!!!!!!!!!!!!!!!), ზუსტად იცოდნენ რომ ხუთ საათზე ვიყავი დაბარებული ექსპერტიზაზე და ძალიან მიჭირს დავიჯერო,რომ საგანგებო დამთხვევა არ იყო ეს პალატების გაღებული კარებები,სადაც ეს პაციენტები წვანან....გამიჩნდა განცდა,რომ რაღაც ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდი....ნუ,ეს განცდა ამეკიდა და ვეღარ მოვიშორე..ამის მერე შემიყვანეს ოთხაში,სადაც მხვდება ოთხი ადამიანი და მეუბნებიან,რომ ექსპერტიზა უნდა ჩამიტარონ სათითაოდ ფსიქოლოგმა,ფსიქიატრმა და თერაპევტმა,რათა დაადგინონ,ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი მაქვს(ანუ ჯანმრთელი ფსიქიკის ვარ თუ არა)... გავაპროტესტე და ვიკითხე,რის ექსპერტიზას მიტარებდნენ და რას ადგენდნენ!!!!!მეორე განცდა,რაც ამეკიდა ის იყო, რომ მე მიკვლევდნენ იმ დანაშაულზე,რომელსაც ის მანიაკი კაცი სჩადიოდა ჩემი მისამართით...გავაპროტესტე..მითხრეს,ჩვენ არაფერ შუაში ვართ,პროკურატურის მომართვააო თუ მოთხოვნაო(კარგად აღარ მახსოვს),მერე ჩემივე ადვოკატთან ერთად აღმოვჩნდი ვიღაც ფსიქოლოგ ქალთან ,რომელმაც დამიწყო დაკითხვა,ბავშვობიდან დღემდე რაიმე დამაწყნარებელ მედიკამენტებს ვიღებდი თუ არა, ეგ რა შუაშია მომხდარ დანაშაულთანთქო,რომ ვიკითხე,პასუხი იგივე იყო- ჩემს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამოწმებენ რა,პროკურატურის მოთხოვნით. ჩამიტარა რაღაც ტესტი ფერებით და გამომიცხადა,ამ ტესტის მიხედვით,თქვენ ხშირად გაქვთ ილუზორულ სამყაროში გადასვლის მცდელობაო თუ რაღაც ასეთი!!!!!!! ჩემი მესამე განცდა ის იყო,რომ ამ ტესტით ქალმა მითხრა,რომ ხშირად მაქვს ილუზიებისკენ სწრაფვა და ეს რასაც ნიშნავს,კი მიხვდებით ძალადობაზე აღძრულ დანაშაულზე კი არ მელაპარაკებიან,იმას არკვევენ,ნორმალური ვარ თუ არა-მე ასე გავიგე ეს ამბავი. ან ხომ არ ვიგონებ ალბათ რამეს((((გამოძიებას ხელთ აქვს მუქარაც,მესიჯებიც,რომელიც წლების განმავლობაში იგზავნებოდა ჩემთან,ფაქტებიც,მაგრამ მაინც მე მიტარებდნენ ექაპერტიზას...მერე რაც მოხდა,აქ აღარ მოვყვები ასე იცავენ თურმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს ,აი ასე...ძალიან მოკლედ და ძალიან ლაითად დავწერე დღევანდელი ამბავი.. გაცილებით მძიმე იყო სიტუაცია.მალე სანანებელი გამიხდება,რომ საერთოდ ხმა ამოვიღე და სახელმწიფოს ვთხოვე დაცვა! იმის მაგივრად ,დასტრესილი ქალების მდგომარეობაზე ფიქრობდნენ, მსხვერპლ ქალებს თურმე პაციენტების პალატების რკინის კარებებს უღებენ და აყურებინებენ საწოლზე საცოდავად დაწოლილ ქალს,მერე კი უმტკიცებენ,რომ თურმე ფსიქიატრის ექსპერტიზაა საჭირო,დაამტკიცო,მართლა ხარ ძალადობის მსხვერპლი თუ არა!მერე რა,რომ მტკიცებულებები სახეზეა,,,მაინც უნდა ამტკიცო თურმე,რომ არ იგონებ!!!! დღეს პირველად დავწერ ,რასაც შემდეგ ფრაზაში წაიკითხავთ-თუ ვინმე ფიქრობს,რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მოახდენს ჩემზე და უარეს სტრესს დამმართებს,ვერ ეღირსებით!!!!!!!!! არ ვარ ასე ადვილად დასათრგუნი....იმის ნაცვლად,რომ ქალები ძალადობისგან დაიცვან,მსხვერპლს ასეთ სიტუაციაში იკვლევენ. მოკლედ,უარი ვთქვი ექსპერტიზის გაგრძელებაზე ,ცხადია.წამოვედი და შინაგან . საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელს,ლონდა თოლორაიას დავურეკე და მოვუყევი,მას დიდ პატივს ვცემ და იმედია,გაარკვევს,რა ცირკი დამიდგეს დღეს ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტში. იმედია,ბოლოს მე არ გამომაცხადებენ დამნაშავედ!!!!!! საოცრებათა სამყაროში ვცხოვრობ. ველი შესაბამისი სტუქტურების რეაქციას!ჩემთვის კი თავში,უკვე ძალიან ცუდი ეჭვები გამიჩნდა ამ საქმესთან დაკავშირებით,რაც წლებია გრძელდება ჩემს თავს

P.s-ვშიშობ,ბოლოს საკუთარი თავის დაცვა თავად არ მომიხდეს, ყველაფერ ამის მოწმეა ჩემი ადვოკატი Salome Januashvili . მძაფრსიუჟეტიანი სერიალი გრძელდება ჩემს თავს და შემდეგ სერიასაც აუცილებლად მოგიყვებით.ხო,დავამატებ-ფსიქიატრიული პალატები და ზეწოლები საბჭოთა მეთოდებია,ისე,მაინც რომ იცოდნენ მათ,ვისაც,როგორც ჩანს,შეხსენება სჭირდება.“- წერს ინგა გრიგოლია.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42