ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„აშშ მკაცრად გმობს სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებას, დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს რეგიონები საქართველო შემადგენელი ნაწილია. აშშ-ის პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გადახედვას არ ექვემდებარება.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, გაითვალისწინონ გაერო-ს ქარტიით ნაკისრი ვალდებულებები და ისინიც ასე მოიქცნენ და კიდევ ერთხელ, აშშ მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები ომამდე პოზიციებზე, როგორც ეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაშია აღნიშნული“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






