„საბაზისო ელექტროენერგია სწორედ ის ენერგიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტაბილურობისთვის სჭირდება“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 18:29, 30 May, 2018     984

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გარდაბანში თბოელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. დიმიტრი ქუმსიშვილმა გარდაბნის 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. „საძირკველი პრაქტიკულად, უკვე მომზადებულია, ტურბინებიც უკვე ფოთშია ჩამოსული, შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მშენებლობა დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით დამთავრდება 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე პრემიერის ინფორმაციით, 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის, თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით აღჭურვილი ახალი თბოელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისთვის. პროექტის მიზანია ქვეყნისთვის საჭირო დამატებით მნიშვნელოვანი სიმძლავრის ელექტროენერგიის წყაროს შექმნა. „თბოელექტროსადგური ასევე მნიშვნელოვანია იმ საჭიროებებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, საბაზისო ელექტროენერგია სწორედ ის ენერგიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტაბილურობისთვის სჭირდება“- აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მშენებლობის პროექტს კომპანია ,,გარდაბნის თბოსადგური 2’’ ახორციელებს, რომელიც წარმოადგენს ,,საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის’’ შვილობილ კომპანიას. თბოელექტროსადგურს ექნება ,,ნულიდან’’ გაშვების ფუნქცია, რასაც უზრუნველყოფს ავტონომიური/დამოუკიდებელი დიზელ-გენერატორი (Black Start Diesel Generator). აღნიშნული ფუნქცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ქვეყნის ელექტროსისტემაში სიმძლავრის არარსებობის (System Black-out) დროს შესაძლებელი იქნება სადგურის ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად გაშვება.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური (მარგი ქმედების კოეფიციენტი 50%-ზე მეტი) თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება 2019-2020 წლების ზამთრის სეზონისთვის. ამასტან, 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა მსგავსი, კომბინირებული ციკლის გარდაბნის პირველი თბოელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრეც მშენებარე სადგურის მსგავსად შეადგენს 230 მგვტ-ს.

გარდაბნის 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოების (EPC - პროექტირება, შესყიდვები და მშენებლობა) შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანია China Tianchen Engineering Corporation (TCC) - 1953 წელს დაარსებული საინჟინრო კორპორაციაა, რომლის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება და მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. პროექტს ზედამხედველობას უწევს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო ორგანიზაცია ,,პოირი’’-ს (POYRY) შვეიცარიული ოფისი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საპროექტო, ასევე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების საერთაშორისო სტანდარტებთან და პროექტის ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობას.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42