"ენერგო-სექტორში გენერაციის მიმართულება აქტიურად ვითარდება" - გიორგი კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 18:05, 30 May, 2018     796
"ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად ვითარდება ენერგო-სექტორში გენერაციის მიმართულება. დაახლოებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში შევიდა პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად დააფინანსა და „საპარტნიორო ფონდმა“ ეს პროექტი წარმატებით დაასრულა. დღეს, უკვე, მიმდინარეობს მეორე ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გარდაბანში განაცხადა, სადაც კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის - “გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებლობა მიმდინარეობს.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება იმ პოზიტიურ დინამიკაზე გაამახვილა, რომელიც ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში აღინიშნება.

„ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც მე გახლდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მქონდა რამდენიმე წარმატებული ვიზიტი ჩინეთში. ჩინეთის პრეზიდენტის, ბატონი სი ძინპინის უდიდესი და ისტორიული ინიციატივის - „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ პროექტის ფარგლებში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად. შემდგომში, უკვე, ჩვენ გავაგრძელეთ მოლაპარაკებები და ძალიან წარმატებული პროექტი შესრულდა საქართველოს რკინიგზასთან ერთად - ჩინეთიდან პირველი პირდაპირი მატარებელი შემოვიდა ყაზახეთის და კასპიის გავლით, შემდეგ აზერბაიჯანის გავლით საქართველოში, რომელსაც სულ რაღაც 9-10 დღის ინტერვალი დასჭირდა. შემდეგში, გაგრძელდა ეს პროექტი, დაიხვეწა ლოგისტიკური მარშრუტი და უკვე მატარებელი, რომელმაც პრინციპში, სამხრეთ კორეიდან წამოიღო ტვირთი და მთელი ჩინეთის გავლით გამოიარა ალტერნატიული ახალი მარშრუტი საქართველოში ჩამოვიდა სულ რაღაც 12 დღეში. ეს მარშრუტი კიდევ უფრო მეტად ვითარდება.“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მარშრუტის შემდგომ განვითარებას ხელს უწყობს საქართველოში მიმდინარე პროექტები - ავტობანის მშენებლობა, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აგრეთვე, არსებული პორტების პოტენციალი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმებამ ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს სრულიად ახალი დინამიკა შესძინა.

„ძალიან სასიხარულოა, რომ გასული ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ზრდა აღინიშნა საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით ქართული ღვინის ექსპორტისა, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროდუქციის ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობას აქვს ძალიან საინტერესო და დინამიკური პერსპექტივა. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი, რომელიც ჩვენს სტუმრებთან ერთად ხორციელდება არ არის მათ მიერ განხორციელებული ერთადერთი პროექტი საქართველოში,“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღესვე, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და CNCEC-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესახებ შესაძლებლობების შესწავლასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრმა ყურადღება მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის CNCEC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენთან გუშინდელი შეხვედრის მნიშვნელობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების მიმართულებით უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

„გილოცავთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას და საქართველოს ენერგო-სექტორში, ლოგისტიკაში, რა თქმა უნდა, ტურიზმის სექტორში ჩვენ ჩინეთიდან ველოდებით კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას. უკვე გვაქვს პირდაპირი ფრენები და სავარაუდოდ, კიდევ უფრო მეტი რეისი დაემატება, მომავალში. დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დიდი წარმატებები წინ გველოდება ჩინეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებში, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს როგორც საქართველოსთან, ისე მეზობელ ქვეყნებთან ერთად რეგიონულ პროექტებს,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

“გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. TCC-ს წარმატებული გამოცდილება აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით.

კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური, 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მშენებლობას სრულად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აფინანსებს.

ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს - ადილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, აგრეთვე სიტყვით მიმართეს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა და მსხვილი ჩინური სახელმწიფო ჰოლდინგის China National Chemical Engineering Company-ის (CNCEC) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაი ჰეგენმა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ეკონომიკური და საინვესტიციო შესაძლებლობების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „გარდაბნის თბოელექტროსადგური-2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანიის TCC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - იუან შუემინი, ჩინეთიდან მოწვეული სტუმრები და ენერგო-ექსპერტები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42