"სასამართლო "გაიგდეთ ფეხქვეშ" და გახადეთ თქვენი საარჩევნო ინსტრუმენტი" - გოცირიძე IRI-ის შედეგებზე უმრავლესობას მიმართავს
პოლიტიკა - 15:40, 30 May, 2018     971

საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარე რომან გოცირიძის განცხადებით დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საგანგაშოა, რადგან საზოგადოების ნდობის რეიტინგით ბოლო ხუთ ადგილს ქართული ოცნების მიერ მართული სისტემა იკავებს: მთავრობა, პარლამენტი, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაცია, პროკურატურა და სასამართლო.

"დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები საგანგაშოა, ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს სასამართლო სისტემა, მას არავინ ენდობა, სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ამ კვლევაში ყველა სახელმწიფო ინსტიტის ქვემოთ, ფსკერზე ანუ ბოლო ადგილზე სასამართლოა, რომელსაც არავინ ენდობა, გარდა ქართული ოცნების ბიუროკრატიისა ანუ პარლამენტის, მთავრობის და კიდევ ორი-სამი დაქირავებული ექსპერტისა. აი ამ მდგომარეობაშია ქვეყანა.

ყოველდრიურად ხდება ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია. მაგალითად, სააპელაციო სასამართლომ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ნება დართო ვაკის პარკში უზარმაზარი სასტუმროს აშენებას და არც უზენაესი სასამართლოს იმედი გვაქვს.

პროკურატურა, რომელსაც ასევე საზოგადოება სრულ უნდობლობას უცხადებს ბოლოდან მეორე ადგილზეა. სამწუხაროდ, მერე მოსდევს მთავრობა, პარლამენტი, პრემიერ მინისტრის ადმინისტრაცია ანუ ბოლო ხუთი ადგილი არის ქართული ოცნების მართული სისტემა.

პროკურატურას უნდობლობას უცხადებს საზოგადოება, ეს ყველაფერი კი გამოწვეულია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანის მკვლელობის საქმის გამოძიებით, რადგან არასვის სჯერა, რომ ეს საქმე იქნება გამოძიებული ობიექტურად.

იქ, სადაც ხელისუფლების ან მასთან დაახლოებული პირის ინტერესები იკვეთება საქართველოში სასამართლო არასდროს იღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას. სასამართლო "გაიგდეთ ფეხქვეშ" და გახადეთ თქვენი საარჩევნო ინსტრუმენტი. სასამართლოს გადაწყვეტილებით თქვენ ზღუდავთ მედიას, ახდენთ ზეწოლას პოლიტიკურ ოპოზიციაზე და ფაქტობრივად იყენებთ დამატებით ბერკეტად ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ძალიან კარგია, რომ სამი ოპოზიციური პარტია ასწრებს უმრავლესობას და ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი ფხიზლდება და ქართული ოცნების მზის ჩასვლა იწყება‘’ - განაცხადა რომან გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42