"უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს" - გიორგი გახარია
პოლიტიკა - 15:10, 30 May, 2018     848
ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გავლენიანი გამოცემა - გერმანული ,,შპიგელი“ საქართველოს ვიცე პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. საუბრის თემა საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას, ქართველების მიერ ევროპაში ჩადენილი კრიმინალის დონესა და სტატისტიკურ მონაცემებს შეეხება.

გიორგი გახარია საუბრის დასაწყისშივე უვიზო რეჟიმის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და მას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების გათვალისწინებით საქართველოს უდიდეს მონაპოვარს უწოდებს, რომლის შენარჩუნება და მდგრადობაც ასევე უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

,,2017 წლის 28 მარტს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან მიმდინარე წლის 21 მაისის მდგომარეობით, უშუალოდ საქართველოდან, მხოლოდ საჰაერო გზით შენგენის მიმართულებით საქართველოს 250 000-ზე მეტმა მოქალაქემ განახორციელა 300 000-ზე მეტი ვიზიტი; მითითებულ პერიოდში, კონკრეტულად გერმანიაში საქართველოს 66 091 მოქალაქემ განახორციელა 86 304 ვიზიტი. რეალურად სხვადასხვა მარშუტებით ევროპაში შესულ მგზავრთა ნაკადი ბევრად აღემატება ამ მონაცემს. უფრო მეტიც, თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებში ამ ციფრებთან შედარებით არის ძალზედ უმნიშვნელო. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოს მრავალი მოქალაქე ყველა წესის დაცვით სარგებლობს უვიზო მიმოსვლით და იღებს ყველა სარგებელს, რაც უვიზო რეჟიმს მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. ‘’ -აცხადებს გიორგი გახარია.

რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთა ტალღას, რომელიც ერთგვარ კრიტიკასაც კი იწვევს, შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოდან შენგენის ქვეყნებში შესვლის და დარჩენის მსურველთა რაოდენობის ზრდა არ არის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან მსგავსი ტენდენცია ევროპის სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც ფიქსირდება, რომელთაც უვიზო რეჟიმი მიენიჭათ ევროკავშირთან. გიორგი გახარიას განცხადებით, პირველი წელი არის კრიტიკული ფაზა - პირველი ტალღა, რომელსაც, როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება ცხადყოფს, მოჰყვება კლების ტენდენცია. აღნიშნული პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა საქართველოს შემთხვევაშიც. 2018 წლის იანვრიდან ყოველთვიურად ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის კლება და იანვართან შედარებით აპრილში დაფიქსირებულია კლება 58%-ითრაც შეეხება კრიმინალს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, პოზიტიური განვითარება გვაქვს ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის კუთხითაც. მჭიდრო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ასევე შემცირებულია ბოლო ორ წელიწადში თავად დანაშაულში მხილებული პირების თუ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის, ასევე ბინის ქურდობის რიცხვი.

,,მე ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა მედიასა თუ პოლიტიკურ სპექტრში, ცოტა გადაჭარბებულია. გერმანიის პოლიციის კრიმინალური სტატისტიკა სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა და ერთმნიშვნელოვნად გვიჩვენებს, რომ 2016 და 2017 წლებში, დანაშაულში მხილებული ქართველების წილი დანაშაულში მხილებულთა მთლიან რაოდენობაში 0,3%-ს შეადგენს. და საქართველოს მოქალაქეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებში, გამოქვეყნებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ქვეყნების მიხედვით ბოლო, 25-ე ადგილს იკავებს. ჩვენ მტკივნეულად განვიცდით თითოეულ შემთხვევას და არ ვაკნინებთ ფაქტებს, თუმცა მიმაჩნია, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. ‘’- აცხადებს გიორგი გახარია.გავლენიან გამოცემასთან ინტერვიუში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმ პრევენციულ ღონისძიებებზეც საუბრობს, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. მათ შორის საკანონმდებლო ცვლილება, რომელმაც გვარის შეცვლის შესაძლებლობები შეზღუდა და ინტენსიური საინფორმაციო კამპანიები.ასევე, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპოლიციო თანამშრომლობა ევროკავშირის ქვეყნებთან. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები ევროკავშირის 8 ქვეყანაში: ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვედეთი. თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით იგეგმება ატაშეების ქსელის გაფართოება, რაც გულისხმობს ახალი ატაშეების წარგზავნას და რიგ შემთხვევებში ერთი ატაშეს მიერ რამდენიმე ქვეყნის გადაფარვას. უახლოეს პერიოდში, წარვგზავნით საქართველოს პირველ მეკავშირე ოფიცერს ევროპოლში.’’ - აცხადებს გიორგი გახარია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42