"ხელისუფლებამ საკუთარი მძინარე დიპლომატია უნდა გამოაღვიძოს" - სამადაშვილი სირიის გადაწყვეტილებაზე
პოლიტიკა - 14:08, 30 May, 2018     783

საპარლამენტო ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებით სწორია, რომ საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან წყვეტს, მაგრამ გაუგებარია, ეს რა შედეგს გამოიღებს, თუ საქართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, რომელიც თქვენი აღიარებით, ამ გადაწყვეტილების დამკვეთია.

"დიდი მადლობა საქართველოს ყველა სტრატეგიულ მოკავშირეს, სახელმწიფოსა და ორგანიზაციას იმისთვის, რომ სირიის სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმეს, რომელიც საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას უხეშად არღვევს და გასაგებია, რომ სირიის ხელისუფლება რუსეთის პირდაპირ დაკვეთას ასრულებს.

სწორია, რომ საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს სირიასთან წყვეტს, მაგრამ გაუგებარია, ეს რა შედეგს გამოიღებს, თუ საქართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს იმ ქვეყანასთან ურთიერთობას, რომელიც თქვენი აღიარებით, ამ გადაწყვეტილების დამკვეთია. ქალბატონებო და ბატონებო ეს არის რუსეთის პასუხი იმ პოლიტიკაზე, რომელსაც თქვენი ხელისუფლება ატარებს და პრაგმატული პოლიტიკის სახელით მოიხსენიებთ. დიახ ეს პოლიტიკა ძალიან პრაგმატულია რუსეთისთვის, იმიტომ, რომ ის ნელ-ნელა ყველა სტრატეგიულ ამოცანას ახორციელებს, რომელიც ამ ქვეყანასთან დაკავშირებით აქვს, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია და ახლა უკვე არ აღიარების პოლიტიკის ჩამოშალა, რაც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია.

ამიტომ, როდესაც დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ შეიძლება რუსეთთან გავაგრძელოთ ურთიერთობები, ანუ აბაშიძე- კარასინის შეხვედრები, სადაც ცინიკურ პასუხს იღებთ, მათ შორის ჩვენი მოქალაქეების მკვლელობაზე, როდესაც ჩვეულ რეჟიმში გრძელდება და იქმნება გაბნცდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, რუსეთის მიერ საკუთარი ინტერესების გატარება გაგრძელდება.

ჩვენთვის საინტერესოა რა ძალისხმევა გაატარა საქართველოს დიპლომატიურმა სამსახურმა იმისთვის, რომ დროუილად შეეტყო ამ საფრთხის შესსახებ და საერთოდ რაიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა ამ საფრთხის გასანეიტრალებლად.

მაგალითად, საინტერესოა რა გავლენა ჰქონდა ჩამოშლილ ურთიერთობებს ჩვენ მეზობელ ირანთან, ასევე საინტრესოა იმუშავა თუ არა დიპლომატიურმა სამსახუმრმა არაბთა ლიგის სახელმწიფოებთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება შეეჩერებინა.

სირიის მსგავსი რეჟიმიც კი არ არსებობს მარტო მსოფლიოში და მათზე ზეგავლენის ბერკეტები არსებობს, რომელიც სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა, შესაბამისად საგარეო საქმეთა მინისტრს ველოდებით პარლამენტში იმისთვის, რომ პასუხები გაგვცეს რა ღონისძიებები გატარდა ამის თავიდან ასაცილებლად და ასევე რა საფრთხის წინაშეა დღეს საქართველო და არსებობს თუ არა საფრთხე, რომ სირიის მსგავსად სხვა სახელმწიფოებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება.

ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა ხელისუფლებამ საკუთარი მძინარე დიპლომატია გამოაღვიძოს და ასევე დაზვერვის სამსახური, რომელსაც ევალება მსგავს საქმეებზე ინფორმირება და დროუილი რეაგირება’’ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42