Fly Dubai ქუთაისიდან რეგულარულ რეისებს იწყებს
პოლიტიკა - 13:54, 30 May, 2018     1011

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდეგ ავიაკომპანია Fly Dubai პირდაპირი რეისების განხორციელებას ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იწყებს.

ფრენები 14 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, დამატებითი მგზავრთნაკადის გაზრდის მიზნით ავიაკომპანიებისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობის შეთავაზება მუდმივად მიმდინარეობს. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, ქეთევან ალექსიძის განცხადებით, ამის ძალიან კარგი მაგალითია Fly Dubai.

,, Fly Dubai საკმაოდ ბევრ რეისს ასრულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. შარშან დაემატა რეისები ბათუმის აეროპორტიდანაც, წელს კი უკვე Fly Dubai ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც იფრენს. ეს ნიშნავს იმას, რომ მგზავრი, რომელიც საქართველოში ჩამოდის, შეუძლია ჩამოფრინდეს თბილისში და უკან გაფრინდეს ქუთაისიდან, ან ბათუმიდან, ან პირიქით. ვფიქრობთ, რომ მგზავრისთვის და ტურისტისთვის მსგავსი სერვისი ბევრად უფრო საინტერესო და მომგებიანი შეიძლება იყოს,-‘’განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

ქუთაისი-დუბაის რეისზე ბილეთების შეძენა სასურველი ფასისა და თარიღის მიხედვით ავიაკომპანიის ვებგვერდზე https://www.flydubai.com/en/ არის შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42