"დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს" - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 13:22, 30 May, 2018     790

„ბოლო წლის განმავლობაში საკმაოდ კარგი მონაცემები გვაქვს დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით“, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშივილმა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შესახებ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ყველას ძალიან კარგად ახსოვს 2015-16 წლები, თუ რამდენად მტკივნეული იყო მოსახლეობისთვის, როდესაც მოხდა ლარის დევალვაცია.

„იმის გამო, რომ დოლარში იყო გაცემული სესხები, რეალურად ძალიან მძიმე ფინანსური დარტყმა მიიღო ჩვენმა მოსახლეობამ, რამაც შეუმცირა მათ განკარგვადი შემოსავალი და შესაბამისად, ეს სიღარიბის დონეზეც აისახა, ცხოვრების ხარისხზეც აისახა და ყველაფერზე, რაზეც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და რა თქმა უნდა, ყველა მეთოდით უნდა შევეცადოთ ის, რომ ჩვენი მოსახლეობა ნაკლებად იყოს დამოკიდებული კურსზე და ვალუტის რყევებზე. მოგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილის მონაცემებით, დოლარიზაცია მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა .

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირდა 70 პროცენტიდან 62 პროცენტამდე, რაც ნიშნავს, რომ დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 29 პროცენტიდან 37 პროცენტამდე. სესხების ლარიზაცია გაიზარდა 34-დან 44 პროცენტამდე, ხოლო დოლარიზაცია შემცირდა 65 - დან 55 პროცენტამდე.

„საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს ფიზიკური პირების დოლარიზაციის ნაწილში, რომელიც 2017 წლიდან დღემდე 58 პროცენტიდან 43 პროცენტმდე არის შემცირებული. თუმცა ის მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ გვქონდა 2015 და 2016 წლებში და ის რყევა, რომელიც მოხდა ამ პერიოდში, რა თქმა უნდა, ძალიან მტკივნეულად აისახა მოსახლეობაზე, მათ განკარგვად შემოსავლებზე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს ლარიზაციის 10-პუნქტიან გეგმას, რომელიც წარმოდგენილი იყო და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურები ვიქნებით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42