"სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მშპ-ს პოტენციური დონის ზრდას" - ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 13:39, 30 May, 2018     842

„მაჩვენებლები, რომელიც დღეს „საქსტატმა“ გამოაქვეყნა, არის იმ ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების შედეგი, რომლებსაც პოზიტიური გავლენა აქვთ ეკონომიკურ ზრდაზე და დადებითად აისახება საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის, ვაჭრობის დივერსიფიკაციის და ინოვაციების წახალისების მიმართულებით. მისივე შეფასებით, მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები ხელს უწყობს ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონის ზრდას.

„რამდენიმე დღის წინ დავაანონსეთ ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშეწყობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის შემოღების შესახებ. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ აღნიშნული მექანიზმის სქემაზე და გარწმუნებთ, რომ ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, რაც დასაქმებასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე პოზიტიურად აისახება“ –აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„საქსტატმა“ დღეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, სადაც, წინასწარი შეფასებით, აპრილის თვეში 6.5 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში 2014 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2018 წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა 5.2 პროცენტს, ხოლო იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა 5.5 პროცენტს შეადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42