ირაკლი შოთაძე ზაზა სარალიძეს შეხვედრას ისევ სთავაზობს - მთვარი პროკურორის კიდევ ერთი განმარტება ხორავას ტრაგედიაზე
პოლიტიკა - 12:40, 30 May, 2018     5037

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ხორავაზე მოკლული მოზარდების საქმეზე კიდევ ერთი განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრის თაობაზე მისი შეთავაზება კვლავ ძალაშია.

„ჩემი წინადადება იყო, რომ შევხვედროდი დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და ეს წინადადება დღესაც ძალაშია. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია შეხვედრამდე და შეთანხმებული ვიყავით, რომ ზაზა სარალიძე უნდა მოსულიყო მის ადვოკატ ლონდარიძესთან ერთად და ორივეზე საშვი დაშვებული იყო.

ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე სამუშაო შეხვედრა, სადაც უნდა ყოფილიყო საუბარი კონკრეტულ სახელებზე, გვარებზე, კონკრეტულ არასრულწლოვნებზე, რომელბმაც ჩაიდინეს გარკვეული ქმედებები და მონაწილეობა მიიღეს გარკვეულ ინციდენტებში, შესაბამისად, ვერცერთი გარეშე პირი, რომელიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ არის ან ადვოკატი, ან დაზარალებული, ან ბრალდებული ან მათი ადვოკატი ვერ ჩაერთვება ამ საქმეში,“- აცხადებს ირაკლი შოთაძე.

შეკითხვაზე, თუ რატომ არ იწყება გამოძიება ორი ბრალდებულის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებების საფუძველზე, სადაც ისინი დანაშაულში სხვა პირების მონაწილების შესახებ საუბრობენ, შოთაძე აცხადებს, რომ მათ გამოძიების პირველ ეტაპზე პროკურატურასთან არ ითანამშრომლეს. შოთაძე ამბობს, რომ სასამართლო შეაფასებს, რამდენად დასაშვებია მათი ჩვენებები.

„ექვსი თვე არის გასული მას შემდეგ, რაც ეს პირები დაკავებულები არიან. მათ თუ უნდოდათ გამოძიებასთან თანამშრომლობა, ამის შესაძლებლობა ძალიან დიდი ხნის წინ ჰქონდათ. მათ ნახეს ყველა გამოკვლეული მტკიცებულბა და მხოლოდ ამის შემდეგ მისცეს ეს ჩვენება. ჩვენ შევაფასებთ ბრალდებულების ჩვენებას, მოვისმენთ დაცვის მხარის პოზიციას ამ ჩვენებთან დაკავშირებით და ვნახავთ სასამართლო როგორ შეაფასებს ამ ჩვენებს,“-აცხადებს ირაკლი შოთაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42