საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ.
რომელ პოლიტიკურ პარტიას არ მისცემთ ხმას არასდროს?
„ქართული ოცნება“ – 27%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 24%
დემოკრატიული მოძღაობა - ერთიანი საქართველო - 10%
გირჩო - ახალი პოლიტიკური ცენტრი - 9%
პატრიოტთა ალიანსი - 9%
ლეიბორისტული პარტია - 8%
ევროპული საქართველო - 8%
ახალი საქართველო - 6%
რესპუბლიკელები - 5%
თავისუფალი დემოკრატები - 3%
არც ერთი - 12%
არ ვიცი/არ მაქვს პასუხი - 25%
კვლევა ჩატარებულ იქნა ბალტიის კვლევების / გელაპის ორგანიზაციის მიერ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის დავალებით. მონაცემთა შეგროვება მოხდა 2018 წლის 10-22 აპრილის შუალედში და გამოკითხულ იქნა საარჩევნო უფლების მქონდე 1500 საქართველოს მოქალაქე. რესპოდენტთა გამოპასუხების პროცენტია 71, ხოლო ცდომილების ზღვარია +/- 2.5 პროცენტი.

მასალის გამოყენების პირობები






