„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, მინსკში ბიზნეს ფორუმი გაიმართა
პოლიტიკა - 12:27, 30 May, 2018     686

„საპარტნიორო ფონდის“ ინიციატივით, მინსკში ბიზნეს ფორუმი გაიმართა, რომელშიც „საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა. მინსკის ფორუმზე სინგაპურის, კორეის, ჩინეთისა და ჰონგკონგის ბიზნეს დელეგაციები იყვნენ წარმოდგენილნი.

ბელარუსი ახალი პლატფორმაა აბრეშუმის გზის პროექტში ჩართული ქვეყნებისთვის, სამომავლო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის მიზნით.

ფორუმი საუკუნის პროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ იმპლემენტაციისა და საინვესტიციო პერსპექტივების, ასევე, რეგიონის ქვეყნებს შორის ინტეგრაციული პროცესებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებს მოიცავდა.

მინსკის ბიზნეს ფორუმს ორგანიზება ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატამ გაუწია,

რომელზეც სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, სიტყვით წარდგა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტში მუდმივმოქმედი წარმომადგენელი დავით საგანელიძე.

დავით საგანელიძემ სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველო-ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლასა და საქართველოდან ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური პროდუქტების ბელარუსში ექსპორტის საკითხს. ეს გადაწყვეტილება საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას მიიღეს.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ალექსანდრ ლუკაშენკოს. სწორედ, მისი მხარდაჭერით, მინსკში დავაარსეთ შვილობილი კომპანია, რომელიც ქართულ ნატურალურ პროდუქტებს ბელარუსის ბაზარზე შეიტანს, რაც დადებითი ფაქტორია, როგორც მოსახელოებისთვის, ასევე - ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად“, განაცხადა ფორუმზე დავით საგანელიძემ.

დავით საგანელიძემ „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ გააკეთა პრეზენტაცია და თავის მოხსენებაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ საერთაშორისო თანამშრომლობისათვის მნიშვნელობისა და საუკუნის პროექტში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრა. „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელმა ფორუმის ფორმატით მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებებსა და მთავარ მიზნებზე გაამახვილა ყურადღება, რაც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში კორპორაციების, ინდუსტრიების, ფინანსური ინსტიტუტების, მთავრობებისა და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შეთავაზებას წარმოადგენს.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციის წევრებმა ფორუმის ფარგლებში, ბითუბი შეხვედრებიც გამართეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42