„დააკვირდით, ვინ ახდენს პოლიტიკურ მანიპულირებას. პოლიტიკურ მანიპულირებას ამ შვილმკვდარი მამით ახდენენ სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები. არაფერია სხვა, თუ არა პოლიტიკური მანიპულირება, როდესაც მას აიძულებენ და უნდათ, რომ მიაკერონ, რომ შენ გარკვეული პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებ შენს პრობლემას. ისინი ცდილობენ დააკომპლექსონ ზაზა, რომ მან შეწყვიტოს ბრძოლა.
არანაირი პოლიტიკური განცხადება არცერთ პოლიტიკოსს არც ამ აქციამდე და არც აქციაზე, გარდა ჩვენი როგორც მამების და როგორც მოქალაქეების გულისტკივილისა, არ გაგვიკეთებია . პოლიტიკური განცხადებები გვესმის „ქართული ოცნებისგან“. ქალბატონი ბესელია ეუბნებოდა ზაზას, რომ თქვენ სისტემა არ დაგჯახებიათო, სწორედ სისტემა დაეჯახა ზაზას და სწორედ სისტემამ დაგეგმა ის რომ მოახდინონ ამ საქმით პოლიტიკური მანიპულირება პოლიტიკოსების იგნორირებით, რომ აიძულოს ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც პრობლემა აქვს, რომ პოლიტიკოსებს არ მიმართოს.“- განაცხადა ქარდავამ.
მის თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ დამატებითი დანაშაულები მოხდა:
„აქ არის სამი მთავარი დანაშაული - მკვლელობა, რომელიც მოხდა ხორავას ქუჩაზე, მეორე, მკვლელობის მტკიცებულებების განადგურება ანუ დანაშაულის დაფარვა და მესამე, სახელმწიფო სისტემის, ამ ორ დანაშაულზე მძიმე, სახელმწიფო ხელისუფლების დანაშაული, რომელიც, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით ცდილობს, ხელი დააფაროს და მისცეს საშუალება გენერალურ პროკურორს და პროკურატურას ზოგადად, რომ მან ხელი დააფაროს“- განაცხადა ქარდავამ.
ბაჩუკი ქარდავა ხელისუფლებას სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს და მირზა სუბელიანის პასუხისმგებლობის დაყენებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო:
"ისინი მოჩვენებითი უკანდახევებით და ანგელოზებრი სახით ამ პრობლემას ვერ მოაგვარებენ. ჯინი ამოსულია, მას ვერ შეაჩერებენ. რა პოლიტიკური ფასიც არ უნდა ქონდეს მათთვის მირზა სუბელიანს, ჯობია მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ვიდრე ამას შეეწირონ საბოლოოდ. გენერალურმა პროკურორმა მიიღოს გადაწყვეტილება, დაისაჯოს დანაშაულის დამფარავიც, მტკიცებულებების გამანადგურებელიც და დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ყველამ იცის, რომ არაინ მკვლელები, თან ეს ადამიანები არიან სწორედ ერთი ადამიანის წრე, ვინც დაფარა და ვინც თანამონაწილეები არიან ამ მკვლელობაში." - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






