„ნაბიჯები, რომელიც იდგმება საბანკო სექტორში, ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დაცულობას“ - დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 10:03, 30 May, 2018     858

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში იმყოფებოდა, კომენტარი გააკეთა საბანკო-საფინანსო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებების, განსაკუთრებით, ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესის გადახედვის შესახებ.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სადღეისოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე არის გადადგმული. შედეგად, მთელი საბანკო და არასაბანკო სექტორი ეროვნული ბანკის რეგულაციის ქვეშ არის მოქცეული და მასვე გააჩნია ადმინისტრირების შესაძლებლობა.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მომდევნო ნაბიჯი, რომლის გადადგმაც იგეგმება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას შეეხება. მისი შეფასებით, ეს უნდა იყოს სესხების პასუხისმგებლიანი გაცემა და ნაბიჯები, რომელიც იდგმება ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების დაცულობას.

„ეროვნული ბანკმა რამდენიმე ხნის წინ შემოიღო რეგულაციები, რომლის თანახმადაც ბანკებს საზედამხედველო კაპიტალის 25 პროცენტის ოდენობით არაუზრუნველყოფილი სესხების გაცემა შეეზღუდათ. ასევე შემოღებული იქნა ახალი რეგულაციები, როგორიცაა გადახდის და შემოსავლის კოეფიციენტი, რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს ავალდებულებს, რომ მათ შეამოწმონ ადამიანის გადახდისუნარიანობა და მხოლოდ, ამ შემთხვევაში, გასცენ კრედიტი,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. მისი თქმით, „თავისთავად ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს, რომელსაც კრედიტის დაფარვის შესაძლებლობა არ აქვს, კომერციულმა ბანკმა ან სხვა სტრუქტურამ, იგივე ლომბარდმა ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, სესხი არ უნდა მისცეს. საბოლოო ჯამში, ეს არის ჩვენი მომხმარებლების დაცვა“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42